როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 15 აგვ.
„ტრაგიკული დანაკარგის შემდეგ მრავალს აინტერესებს, რა ხდება სიკვდილის დროს. დაფიქრებულხართ ოდესმე, რა არის სიკვდილი? [გიპასუხოს]. ამ ჟურნალში ახსნილია, თუ რას ამბობს ბიბლია მკვდრების მდგომარეობის შესახებ. აქ აგრეთვე საუბარია ღვთის დანაპირებზე, რომ ის მკვდრეთით აღადგენს ჩვენს საყვარელ მიცვალებულებს“. წაიკითხე იოანე 5:28, 29.
საგუშაგო კოშკი 1 სექტ.
„დღევანდელ მსოფლიოში ერთგულება ისეთი ღირსეული თვისებაა, რომელზეც ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ ცხოვრებაში არ ავლენენ. განა კარგი არ იქნებოდა, რომ უფრო მეტი ადამიანი ყოფილიყო ისეთი მეგობრული, როგორც აქ არის აღწერილი? [წაიკითხე იგავები 17:17. დაელოდე, გიპასუხოს.] ამ ჟურნალში საუბარია იმ სარგებლობაზე, რომელსაც ჩვენ მიერ გამოვლენილი ერთგულება მოუტანს ჩვენს ოჯახებსა და მეგობრებს“.
გამოიღვიძეთ! 8 სექტ.
„შეიძლება გაგაოცოთ თანამშრომლობამ, რომელიც ბუნებაში არსებობს. [მოიყვანე რომელიმე მაგალითი სტატიიდან.] განა სამწუხარო არ არის, რომ ადამიანებში ვერ ვხედავთ უფრო მეტ თანამშრომლობას? [დაელოდე, გიპასუხოს.] ამ ჟურნალში ახსნილია, თუ როგორ დაამყარებს მალე ღმერთი ჩვენს პლანეტაზე მშვიდობასა და ჰარმონიას“. წაიკითხე ესაია 11:9.