როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 15 აგვ.
„ადამიანთა უმრავლესობას სურს, რომ კარგი რეპუტაცია ჰქონდეს. ბევრი იმასაც განიცდის, რა სახელს დატოვებს სიკვდილის შემდეგ. დაფიქრებულხართ ამაზე ოდესმე? [გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე ეკლესიასტე 7:1]. „საგუშაგო კოშკის“ ამ ნომერში განხილულია, თუ როგორ შეგვიძლია კარგი სახელის მოპოვება ადამიანებისა და ღვთის თვალში“.
საგუშაგო კოშკი 1 სექტ.
„ბევრი ფიქრობს, რომ სხვადასხვა სარწმუნოებები, უბრალოდ, ერთ მიზნამდე მიმყვანი სხვადასხვა გზებია. სხვებს კი სწამთ, რომ მხოლოდ ერთი სარწმუნოებაა ჭეშმარიტი. დაფიქრებულხართ ამის შესახებ? [გიპასუხოს]. ამ ჟურნალში გარჩეულია ერთი ძველი იგავი, რომელიც ნათელს ჰფენს ამ საკითხს“. ყურადღება გაამახვილე მათეს 13:24—30-ზე.
გამოიღვიძეთ! 8 სექტ.
დღეს მოდა დიდ გავლენას ახდენს ბევრი ადამიანის ცხოვრებაზე. ზოგი კი ფიქრობს, რომ ზედმეტი ყურადღება ექცევა იმას, თუ რა აცვია ხალხს და როგორ გამოიყურებიან ისინი. თქვენ რას ფიქრობთ? [გიპასუხოს]. „გამოიღვიძეთ!“-ის ეს ნომერი მოდასთან დაკავშირებით გაწონასწორებულ თვალსაზრისს გვთავაზობს. წაიკითხე კოლასელთა 3:12.