როგორ შევთავაზოთ წიგნი „დაუახლოვდი იეჰოვას“
◼ ხელში გეჭიროს ბიბლია და უთხარი: „მრავალს, ვისაც სწამს ღმერთი, სურს, რომ უფრო და უფრო დაუახლოვდეს მას. იცით თუ არა, რომ ღმერთი გვთავაზობს, დავუახლოვდეთ მას? [წაიკითხე იაკობი 4:8]. ამ წიგნის დანიშნულებაა, დაეხმაროს ადამიანებს, რომ თავიანთი ბიბლიის მეშვეობით დაუახლოვდნენ ღმერთს“. წაიკითხე მე–16 გვერდზე მოცემული პირველი აბზაცი.
◼ ხელში გეჭიროს ბიბლია და უთხარი: „დღეს ყველგან უსამართლობაა გამეფებული. ნახეთ, როგორ არის ეს აქ აღწერილი [წაიკითხე ეკლესიასტე 8:9ბ]. მრავალი ფიქრობს, რომ ღმერთს საერთოდ არ ადარდებს ეს [წაიკითხე მე–4 აბზაცის პირველი ორი წინადადება, გვერდი 119]. ეს თავი განმარტავს, თუ რატომ უშვებს ღმერთი უსამართლობას დროებით.