როგორ შევისწავლოთ წიგნი „დაუახლოვდი იეჰოვას“?
1 საოლქო კონგრესზე, „სამეფოს შესახებ გულმოდგინე მაუწყებლები“, აღფრთოვანებულები ვიყავით, რომ მივიღეთ წიგნი „დაუახლოვდი იეჰოვას“. მრავალმა მალევე წაიკითხა ეს წიგნი. ბევრი ამისკენ აღძრა 2003 წლის მუხლმა: „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკ. 4:8, აქ).
2 მარტიდან წიგნის შესწავლებზე დავიწყებთ წიგნის „დაუახლოვდი იეჰოვას“ განხილვას. რა დაგვეხმარება, რომ ამან მაქსიმალური სარგებლობა მოგვიტანოს? ძალიან მნიშვნელოვანია მომზადება. თითოეული თავის განხილვას ორი კვირა დაეთმობა. ამის შედეგად, ყოველკვირეულად შედარებით მცირე რაოდენობის აბზაცები გვექნება შესასწავლი. ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უფრო მეტი დრო დავუთმოთ გულიდან გამომდინარე კომენტარებს, რომლებიც მასალის პირადი შესწავლისა და ფიქრის შედეგი იქნება. გარდა ამისა, უფრო ნაკლებ აბზაცებს განვიხილავთ იმ კვირების განმავლობაში, როდესაც განიხილება თავების ბოლო ნაწილი. ამის მეშვეობით, საშუალება გვექნება, დრო დავუთმოთ წიგნის განსაკუთრებულ თავისებურებას.
3 მეორე თავიდან დაწყებული, ამ წიგნის ყველა თავს დართული აქვს ჩარჩო, სათაურით „საფიქრებელი კითხვები“. თავის ბოლო აბზაცის განხილვის შემდეგ წიგნის შესწავლის ზედამხედველმა ჯგუფთან უნდა განიხილოს ეს ჩარჩო. მან უნდა აღძრას ჯგუფის წევრები, რომ გამოხატონ თავიანთი აზრები და გაუზიარონ სხვებს წმინდა წერილებზე ნაფიქრალის შედეგი (იგავ. 20:5). ჩარჩოში მოცემული კითხვების გარდა, ის დროდადრო დასვამს დამატებით კითხვებს, მაგალითად: „რას გვასწავლის ეს ინფორმაცია იეჰოვას შესახებ? როგორ ეხება ეს ჩვენს ცხოვრებას? როგორ შეგვიძლია მისი გამოყენება სხვების დასახმარებლად?“ ზედამხედველის მიზანი იქნება ჯგუფის აღძვრა გულიდან გამომდინარე კომენტარების გაკეთებისკენ და არა მათი გამოცდა ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებზე კითხვების დასმით.
4 „დაუახლოვდი იეჰოვას“ უნიკალური წიგნია. თუმცა იეჰოვა „ერთგული და გონიერი მონის“ ყველა პუბლიკაციაშია განდიდებული, ეს წიგნი მთლიანად იეჰოვას თვისებების განხილვას ეძღვნება (მათ. 24:45—47). ასე რომ, მართლაც ამაღელვებელი განხილვები გველის! ასეთი ღრმა შესწავლის წყალობით შესანიშნავი შესაძლებლობა გვეძლევა, კიდევ უფრო ახლოს გავიცნოთ იეჰოვა. დაე ამ პუბლიკაციის შესწავლამ უფრო დაგვაახლოოს ჩვენს ზეციერ მამასთან და მოგვამზადოს, რომ სხვებსაც ეფექტურად დავეხმაროთ ამაში.