როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
გამოიღვიძეთ! 8 აპრ.
«განა სამწუხარო არ არის, რომ ამდენი ახალგაზრდის სიცოცხლეს იწირავს ნარკომანია? [გიპასუხოს]. ხშირად პრობლემა მაშინ იწყება, როცა ახალგაზრდა ცუდ წრეს უკავშირდება [წაიკითხე 1 კორინთელთა 15:33]. „გამოიღვიძეთ!“-ის ამ ნომერში განხილულია, რა უბიძგებს ახალგაზრდებს ნარკოტიკებისკენ და როგორ შეუძლიათ მშობლებს შვილების დაცვა».
საგუშაგო კოშკი 15 აპრ.
„ამ ბოლო წლებში ბევრი ამჩნევს, რომ სულიერი ფასეულობები გადაგვარდა. თქვენც იმავე აზრისა ხართ? [გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე ფსალმუნების 118:105]. ის, ვისაც არ დაუკარგავს სულიერი ფასეულობები, მრავალ სიძნელესა თუ ხიფათს არიდებს თავს. ეს ჟურნალი დაგეხმარებათ იმის გაგებაში, თუ სად შეიძლება ჭეშმარიტი სულიერი ფასეულობების პოვნა“.