როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 15 აპრ.
„ზოგი ფიქრობს, რომ ყველაფერი, რაც ცხოვრებაში ხდება, ტრაგედიების ჩათვლით, ღვთის ნებაა. გიფიქრიათ ამის შესახებ? [გიპასუხოს]. ბევრმა ადამიანმა იცის ამ ლოცვის შესახებ [წაუკითხე მათე 6:10ბ]. რა არის ღვთის ნება დედამიწასთან დაკავშირებით და როდის შესრულდება ის ბოლომდე? ეს ჟურნალი გვაძლევს ბიბლიურ პასუხს“.
საგუშაგო კოშკი 1 მაისი
„იმის მცდელობით, რომ გააუმჯობესონ საზოგადოებრივი მდგომარეობა, ზოგიერთი რელიგიური წინამძღოლი პოლიტიკაში ერევა. მაგრამ ყურადღება მიაქციე, თუ რა გააკეთა იესომ, როდესაც ხალხს მისი გამეფება უნდოდა [წაუკითხე იოანე 6:15]. იესო ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რაც სხვებს მარადიულ კეთილდღეობას მოუტანდა. ეს ჟურნალი განიხილავს, თუ რას აკეთებდა იესო“.
გამოიღვიძეთ! 8 მაისი
„დღეს ზოგიერთი ადამიანი უიმედოდაა. ხანდახან თქვენც ხომ არ გეუფლებათ ასეთი გრძნობა? [გიპასუხოს, შემდეგ წაუკითხე რომაელთა 15:4]. ბევრმა დაინახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იმედი. დარწმუნებული ვარ, სიამოვნებით წაიკითხავთ „გამოიღვიძეთ!“-ის ამ გამოშვებაში იმ შვიდი ბიბლიური მიზეზის შესახებ, რაც იმედს გვინერგავს“.