როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 15 აპრ.
«ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ სისასტიკის გამოვლენა დღეს ჩვეულებრივი მოვლენაა [მოიყვანე ადგილობრივი შემთხვევა ან ჟურნალიდან ერთი მაგალითი]. თუ გიფიქრიათ, რატომ არიან ადამიანები ასეთი სასტიკები? [დაელოდე, გიპასუხოს]. ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ადამიანები სულ უფრო სასტიკები გახდებოდნენ [წაიკითხე 2 ტიმოთეს 3:1—5]. ეს ჟურნალი პასუხობს კითხვას: „მოეღება ოდესმე ბოლო სისასტიკეს?“»
გამოიღვიძეთ! აპრ.
„ბევრი ამბობს, რომ ქრისტიანია. თქვენ როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს იყო ქრისტიანი? [დაელოდე, გიპასუხოს]. ყურადღება მიაქციეთ, რა თქვა იესომ შემდეგ მუხლში [წაიკითხე იოანეს 15:14]. ეს სტატია გვიჩვენებს, რომ უფრო მეტია საჭირო, ვიდრე მხოლოდ იმის თქმა, რომ ქრისტიანები ვართ“. ამ სტატიის ნახვა შეგიძლიათ 26-ე და 27-ე გვერდებზე.
საგუშაგო კოშკი 1 მაის.
„ბავშვის სიკვდილი ღრმა ჭრილობას ტოვებს მშობლებზე. თქვენი აზრით, სად შეუძლიათ მათ პოვონ ნუგეში? [დაელოდე, გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე რომაელების 15:5]. ეს ჟურნალი განიხილავს იმ ზოგიერთ საშუალებას, რომლითაც ღმერთი ანუგეშებს მგლოვიარეებს“.
გამოიღვიძეთ! მაის.
„ზოგი ფუფუნებაში ცხოვრობს, მაშინ როცა მილიონობით ადამიანს სიღარიბეში უწევს ცხოვრება. როგორ ფიქრობთ, დადგება ისეთი დრო, როცა სიღარიბე აღარ იარსებებს? [დაელოდე, გიპასუხოს]. ყურადღება მიაქციეთ, როგორი დამოკიდებულება აქვს ღმერთს ღარიბების მიმართ [წაიკითხე ფსალმუნის 22:24]. ამ ჟურნალში საუბარია იმაზე, თუ რა იმედს აძლევს ბიბლია ღარიბებს“.