რას ვანიჭებთ უპირატესობას?
1. რით აჩვენა იესომ, რომ მსახურება მისთვის მნიშვნელოვანი იყო?
1 იესო მსახურებას ანიჭებდა უპირატესობას. ის ასობით კილომეტრს დადიოდა პალესტინაში, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანისთვის ექადაგა. მან ცხოვრება გაიმარტივა, რათა მეტი დრო და ყურადღება დაეთმო მსახურებისთვის (მათ. 8:20). როდესაც ხალხი ცდილობდა იესოს შეკავებას მათი სნეულებების განსაკურნავად, მან უთხრა: „სხვა ქალაქებსაც უნდა ვაუწყო სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ, რადგან ამისთვის ვარ გამოგზავნილი“ (ლუკ. 4:43).
2. რატომ იყო მსახურება იესოსთვის ასე მნიშვნელოვანი?
2 რატომ იყო მსახურება იესოსთვის ასე მნიშვნელოვანი? მისი მთავარი საზრუნავი იეჰოვას სახელის განწმენდა იყო (მათ. 6:9). მას უყვარდა თავისი ზეციერი მამა, ძალიან სურდა მისი ნების შესრულება და ყველა მის მითითებას ემორჩილებოდა (იოან. 14:31). გარდა ამისა, ის გულწრფელად ზრუნავდა ადამიანებზე და მათი დახმარება სურდა (მათ. 9:36, 37).
3. როგორ შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ უპირატესობას მსახურებას ვანიჭებთ?
3 მიჰბაძეთ იესოს: ისეთივე თვალსაზრისის ქონა, როგორიც იესოს ჰქონდა, შეიძლება რთულია ჩვენს დროში, რადგან ქვეყნიერება დიდ დროს გვართმევს და ჩვენი ყურადღება ბევრ რამეზე გადააქვს (მათ. 24:37—39; ლუკ. 21:34). ამიტომ საჭიროა დავადგინოთ, რა უფრო მნიშვნელოვანია და დრო გამოვყოთ სამქადაგებლო საქმიანობისთვის მოსამზადებლად და მასში რეგულარული მონაწილეობის მისაღებად (ფილ. 1:10). ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, უბრალოდ ვიცხოვროთ და ქვეყნიერებით სრულად არ ვისარგებლოთ (1 კორ. 7:31).
4. რატომ უნდა დავადგინოთ ახლავე პრიორიტეტები?
4 როცა დროში შეზღუდულია, გონიერი ადამიანი იმ საქმეს აკეთებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. მაგალითად, თუ გაიგებს, რომ შტორმი ახლოვდება, ის თავის დროსა და ენერგიას იმისთვის გამოიყენებს, რომ ოჯახი გადაარჩინოს და მეზობლები გააფრთხილოს. ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეები მოიცდის. რაც დრო გადის, არმაგედონის „შტორმის“ მოსვლის დრო სულ უფრო მცირდება (სოფ. 1:14—16; 1 კორ. 7:29). იმისათვის, რომ საკუთარი თავი და ჩვენი მსმენელი გადავარჩინოთ, ყოველთვის უნდა დავუკვირდეთ როგორც ჩვენს თავს, ისე იმას, თუ რას და როგორ ვასწავლით კრებაში თუ კრების გარეთ (1 ტიმ. 4:16). მართლაც, ჩვენი გადარჩენა დამოკიდებულია მსახურებისთვის უპირატესობის მინიჭებაზე!