როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 15 აგვ.
„დღეს ბევრი ქორწინებასა და შვილების აღზრდასთან დაკავშირებით რჩევების მისაღებად უამრავ წყაროს მიმართავს. თქვენ როგორ ფიქრობთ, სად შეიძლება საუკეთესო რჩევების პოვნა? [საშუალება მიეცი, გიპასუხოს]. „საგუშაგო კოშკის“ ამ ნომერში განხილულია ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებით კაცობრიობის შემოქმედის მიერ მოცემული რამდენიმე გონივრული რჩევა“. წაუკითხე ფსალმუნები 31:8.
საგუშაგო კოშკი 1 სექტ.
„ყველას გვინდა, რომ ბედნიერები ვიყოთ. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია, რომ აქ მოხსენიებულმა ფაქტორებმა ნამდვილი ბედნიერება მოგვიტანოს? [წაუკითხე მათე 5:4ა, 6ა, 10ა. შემდეგ კი საშუალება მიეცი, გიპასუხოს]. ამ ჟურნალში განხილულია მთაზე ქადაგებისას წარმოთქმული ამ მუხლების მნიშვნელობა და ახსნილია, კიდევ რა არის საჭირო ბედნიერებისთვის“.
გამოიღვიძეთ! 8 სექტ.
„გამოთვლების თანახმად, მსოფლიოში ოთხი ადამიანიდან ერთს ცხოვრების რომელიმე მომენტში ფსიქიკური მოშლილობა აღენიშნება. მრავალი ჩვენგანი იცნობს ისეთ ვინმეს, ვინც ასეთ მდგომარეობაშია. [გადაშალე ჟურნალი ამ სტატიაზე]. ამ სტატიაში მოცემულია პრაქტიკული რჩევები და ნაჩვენებია, რის გაკეთება შეგვიძლია იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენთვის საყვარელ ადამიანს აქვს ფსიქიკური მოშლილობა“.