როგორ შევისწავლოთ წიგნი „თაყვანი ეცი ღმერთს“
სახელმძღვანელო „თაყვანი ეცი ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს“ განკუთვნილია მათთან შესასწავლად, ვინც უკვე გაიარა წიგნი „შემეცნება“. წიგნის შესწავლაზე ამ პუბლიკაციის განხილვა დაგვეხმარება, უკეთ გამოვიყენოთ ის სამქადაგებლო მსახურებაში; ასევე გაგვიღრმავებს სიყვარულსა და მადლიერებას იეჰოვასა და მისი ორგანიზაციისადმი. რა დაგვეხმარება იმაში, რომ სრული სარგებლობა მივიღოთ წიგნ „თაყვანი ეცი ღმერთს“ შესწავლისას?
შესწავლის ჩატარება. ყოველ კვირას მთელი თავი განიხილება, ამიტომ წიგნის შესწავლის ზედამხედველებმა დრო გონივრულად უნდა გადაანაწილონ. ისინი შეეცდებიან, შესავალ აბზაცებზე არ დაკარგონ ბევრი დრო, რათა მეტი დრო დაეთმოს უფრო მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას, რომლებიც, ჩვეულებრივ, მოგვიანებით ჩნდება თავებში. ყოველი შესწავლის დასასრულს გასამეორებელი ჩარჩოს მოკლე განხილვა ყველას დაეხმარება ძირითადი აზრების დამახსოვრებაში.
წიგნის თავების ნახევარზე მეტში მოცემულია კითხვები ფიქრისა და განხილვისთვის. მაგალითად, შეგიძლიათ ნახოთ 48, 49 გვერდები. არ არის აუცილებელი ამ კითხვების აბზაცებთან ერთად წაკითხვა. როდესაც ჯგუფი განიხილავს ამ კითხვებს, წიგნის შესწავლის ზედამხედველი ორგანიზებას გაუწევს, რომ წაიკითხონ ბიბლიური მუხლები და იმსჯელონ მათ გარშემო, თუკი დრო იძლევა ამის საშუალებას.
წინასწარ მოემზადე. წინასწარ კარგად მოემზადე შესწავლისთვის. ეს პასუხებზე ხაზის გასმაზე მეტს ნიშნავს. ბიბლიურ მუხლებზე ლოცვით ფიქრი დაგეხმარება მოამზადო არა მარტო კომენტარები, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, გული (ეზრ. 7:10). თავმდაბლური კომენტარებით ყველას შეგვიძლია წვლილის შეტანა ერთმანეთის გამხნევებაში (რომ. 1:11, 12).
წიგნ „თაყვანი ეცი ღმერთს“ შესწავლა დაგვაახლოებს იეჰოვასთან და მოგვამზადებს გულწრფელი ადამიანების დასახმარებლად, რათა ისინიც შემოგვიერთდნენ მის თაყვანისმცემლობაში (ფსალმ. 94:6; იაკ. 4:8). დაე ყველამ სრულად ვისარგებლოთ ასეთი კარგი სულიერი ღონისძიებით.
[სურათი 7 გვერდზე]
„თაყვანი ეცი ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს“
შესწავლის გეგმა 2003 წლისათვის
ოქტ. 20: თავი 1
27: თავი 2
ნოემ. 3: თავი 3
10: თავი 4
17: თავი 5
24: თავი 6
დეკ. 1: თავი 7
8: თავი 8
15: თავი 9
22: თავი 10
29: თავი 11
შესწავლის გეგმა 2004 წლისათვის
იან. 5: თავი 12
12: თავი 13
19: თავი 14
26: თავი 15
თებ. 2: თავი 16
9: თავი 17
16: თავი 18
23: თავი 19
მარ. 1: თავი 20
8: თავი 21