6 იანვრით დაწყებული კვირიდან შევისწავლით წიგნს „დაუახლოვდი იეჰოვას“
1. იეჰოვასთან დაახლოების რა შესანიშნავი შესაძლებლობა მოგვეცემა 6 იანვრით დაწყებული კვირიდან?
1 იეჰოვას სურს, რომ დავუახლოვდეთ მას (იაკ. 4:8). ამაში ნამდვილად დიდ დახმარებას გაგვიწევს წიგნის „დაუახლოვდი იეჰოვას“ შესწავლა. ამ წიგნის შესწავლას კრების ბიბლიის შესწავლებზე დავიწყებთ 6 იანვრით დაწყებული კვირიდან. წიგნის შესავალში წერია, თუ რა არის ამ სახელმძღვანელოს მიზანი: „თუ ღრმად ჩავუფიქრდებით, როგორ ავლენს იეჰოვა თავის თითოეულ თვისებას, აგრეთვე თუ დავუფიქრდებით, რამდენად სრულყოფილად აირეკლა იესო ქრისტემ თავისი მამის თვისებები და თუ გავაანალიზებთ, ჩვენ როგორღა განვივითაროთ ეს თვისებები, უფრო მეტად დავუახლოვდებით ღმერთს“. 2004-2005 წლებში ჩვენ უკვე შევისწავლეთ ეს წიგნი კრების შეხვედრებზე. თუმცა იეჰოვას ძვირფასი თვისებების ამგვარი დეტალური განხილვა ახალი იქნება დაახლოებით იმ 2 მილიონი მაუწყებლისთვის, რომლებიც ამ წლების შემდეგ მოვიდნენ ჭეშმარიტებაში. ხოლო ისინი კი, ვინც ადრე შეისწავლა ეს წიგნი კრების შეხვედრებზე, გაიმეორებენ ნასწავლს და კიდევ უფრო მეტად დააფასებენ იეჰოვას თვისებებს (ფსალმ. 119:14).
2. როგორ შევისწავლით წიგნს „დაუახლოვდი იეჰოვას“?
2 როგორ შევისწავლით. ჩამტარებელი განხილვას დაიწყებს მოკლე შესავლით (საკმარისია ერთი-ორი წინადადება). თავებში არ არის მითითებული, რომელი ბიბლიური მუხლები უნდა წავიკითხოთ, ამიტომ ჩამტარებელი თვითონ შეარჩევს ძირითად მუხლებს. შესწავლის ბოლოს მასალის გამეორების მიზნით დასვამს ერთ ან ორ კითხვას. თუ მასალაში მოცემულია ჩარჩო „საფიქრებელი კითხვები“, მაშინ ეს კითხვები უნდა იქნეს გამოყენებული გამეორებისთვის. იმის მიხედვით, დრო რამდენის საშუალებას იძლევა, ჩამტარებელი აუდიტორიას წააკითხებს ამავე ჩარჩოში ციტირებულ მუხლებს და დასვამს დამატებით შეკითხვებს.
3. რა უნდა გავაკეთოთ და რატომ?
3 მიიღეთ სრული სარგებლობა. მიუხედავად იმისა, შესწავლილი გაქვს თუ არა ადრე ეს წიგნი, სახლში მაინც მოემზადე. მიიღე კომენტარებში მონაწილეობა, რითაც იეჰოვასაც განადიდებ, ნასწავლსაც დაიმახსოვრებ და სხვებსაც გაამხნევებ (ფსალმ. 35:18; ებრ. 10:24, 25). რაც უფრო მეტს იფიქრებ იეჰოვას შეუდარებელ თვისებებზე, მით უფრო მეტად დაუახლოვდები მას (ფსალმ. 77:11—13). ამავე დროს, უფრო მეტად გაგიჩნდება იმის სურვილი, რომ დაემორჩილო მის მოთხოვნებს და სხვებსაც ესაუბრო მასზე (ფსალმ. 150:1—6).