როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 15 მარ.
„უმრავლესობა ჩვენგანს განცდილი აქვს საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი. ნაცნობია თქვენთვის ეს გამამხნევებელი სიტყვები? [წაიკითხე საქმეების 24:15. გიპასუხოს]. ბევრს აინტერესებს, ვინ აღდგება მკვდრეთით? როდის და სად მოხდება აღდგომა? ეს ჟურნალი ბიბლიის საფუძველზე სცემს ამ კითხვებზე პასუხს“.
გამოიღვიძეთ! მარ.
„ბევრს სჯერა, რომ იესო ღმერთია. უნდა აღინიშნოს, რომ იესოს მოწაფემ, პეტრემ, მას ღვთის ძე უწოდა [წაიკითხე მათეს 16:16]. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია იესო ერთდროულად ღმერთიც იყოს და ღვთის ძეც? [გიპასუხოს]. ამ ჟურნალის მე-12 და მე-13 გვერდებზე მოცემულ სტატიაში განხილულია ბიბლიური თვალსაზრისი ამ საკითხზე“.
საგუშაგო კოშკი 1 აპრ.
„ეს ყველასთვის ცნობილი ციტატა ხაზს უსვამს ღვთის შესახებ ცოდნის მიღების აუცილებლობას [წაიკითხე მათეს 4:4]. მაგრამ ბევრისთვის რთულია ღვთის სიტყვის გაგება. თქვენც ასე ფიქრობთ? [გიპასუხოს]. ამ ჟურნალში შემოთავაზებულია პრაქტიკული რჩევები, რომლებიც ბიბლიის გაგებაში დაგეხმარებათ“.
გამოიღვიძეთ! აპრ.
„ბევრი ისწრაფვის ბედნიერებისკენ, მაგრამ ცოტა თუ პოულობს მას. როგორ ფიქრობთ, აქ მოცემული რომელი პუნქტი დაეხმარება ადამიანებს ბედნიერების პოვნაში? [აჩვენე მე–9 გვერდზე მოცემული ჩარჩო. წაუკითხე მოყვანილი მუხლები]. „გამოიღვიძეთ!“–ის ამ ნომერში ნაჩვენებია, თუ როგორ გვეხმარება ბიბლია ნამდვილი ბედნიერების პოვნაში“.