სარაიონო კონგრესის გამეორება
ეს მასალა გამოყენებულ უნდა იქნეს სამსახურებრივ შეხვედრაზე 2006 სამსახურებრივი წლის სარაიონო კონგრესამდე ცოტა ხნით ადრე და კონგრესის ჩატარებიდან ცოტა ხნის შემდეგ. თავმჯდომარე ზედამხედველი იზრუნებს, რომ ჩატარდეს წინასწარი მიმოხილვა და გამეორება, 2004 წლის აგვისტოს „ჩვენს სამეფო მსახურებაში“ (გვერდი 4) მოცემული მითითებების შესაბამისად. გამეორების დროს ყველა კითხვა უნდა დაისვას და ყურადღება გამახვილდეს იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია წარმოდგენილი ინფორმაციის გამოყენება.
პირველი დღე
1. როგორ ვიმოსებით ახალი პიროვნებით და რატომაა აუცილებელი ამის შენარჩუნება?
2. რა გააკეთა ზოგმა იმისათვის, რომ უფრო მეტი დრო დაეთმო სამქადაგებლო მსახურებისთვის?
3. რატომ არ უნდა შევადაროთ თავი სხვებს?
4. როგორ შეუძლიათ ოჯახის წევრებს ახალი პიროვნებისთვის დამახასიათებელი თვისებების გამოვლენა ოჯახში?
5. როგორ შეგვიძლია კრებაში ერთმანეთის მხარდაჭერა?
6. რატომ გვჭირდება ახალი პიროვნებისთვის დამახასიათებელი თვისებების გამოვლენა მსახურებაში?
7. რა იგულისხმება სათანადო ფიქრში და რა სარგებლობას მოგვიტანს ასეთი ფიქრი?
8. რა თვისებები დაგვეხმარება, რომ იეჰოვას ხელში ადვილად გამოსაძერწი თიხა ვიყოთ?
მეორე დღე
9. რამდენად მნიშვნელოვანია ენის სათანადოდ გამოყენება?
10. რა დადებით შედეგებს ვიღებთ, როცა თანამშრომლებთან, თანაკლასელებთან, თანაკურსელებთან და სხვებთან ურთიერთობისას ენას სათანადოდ ვიყენებთ?
11. როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეფესელების 4:25—32-ში ჩაწერილი პავლეს რჩევა თანამორწმუნეებთან ურთიერთობისას?
12. როგორ შეგვიძლია საკუთარი ენის საუკეთესოდ გამოყენება?
13. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ვძლიოთ ბოროტს?
14. რა სფეროებში უნდა ვცდილობდეთ, ქვეყნიერებისგან დაულაქავებლად დავიცვათ თავი?
15. რატომ უნდა განვიახლოთ დღითი დღე შინაგანი პიროვნება და როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება?
16. რომელი რჩევის გამოყენებას აპირებ ამ წლის სარაიონო კონგრესიდან?