სარაიონო კონგრესის ახალი პროგრამა
ამ ზნეობრივად გახრწნილი ქვეყნიერების უკანასკნელ დღეებში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი სულიერი სამოსი და არ დავკარგოთ ქრისტიანული სახე (გამოცხ. 16:15). აქედან გამომდინარე, მართლაც რომ დროულია 2006 სამსახურებრივი წლის სარაიონო კონგრესის პროგრამის თემა: „შეიმოსეთ ახალი პიროვნებით“ (კოლ. 3:10).
პირველი დღე: მოხსენებათა პირველი სერია — „ახალი პიროვნებისთვის დამახასიათებელი თვისებების გამოვლენა“ — ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, თუ რა სიკეთე მოაქვს ცხოვრების ნებისმიერ სფეროში ახალი პიროვნებით შემოსვას. როგორ ვავითარებთ ჩვენში ახალ პიროვნებას? ეს საკითხი განხილული იქნება პირველი დღის ბოლო ორ მოხსენებაში: „იმუშავეთ საკუთარ თავზე, რათა სათანადოდ იფიქროთ“ და „განათლება, რომელიც ახალი პიროვნების ფორმირებას ახდენს“.
მეორე დღე: მოხსენებათა მეორე სერიაში — „განივითარეთ ბრძენის ენა“ — განხილული იქნება, რა გავლენას ახდენს ახალი პიროვნება იმაზე, თუ როგორ ვიყენებთ საკუთარ ენას. საჯარო მოხსენება, რომლის სათაურიც იქნება „სძლევთ ბოროტს?“, ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, რომ აუცილებელია ფხიზლად ვიყოთ სატანის ხრიკების მიმართ. კონგრესის ბოლო ორი მოხსენება („დაულაქავებლად დაიცავით თავი ქვეყნიერებისგან“ და „შინაგანი პიროვნების დღითი დღე განახლება“) დაგვეხმარება, შევინარჩუნოთ სიმტკიცე იეჰოვასადმი თაყვანისცემაში და მოვერიდოთ ისეთ აზროვნებასა და საქციელს, რომელიც ეწინააღმდეგება ღვთის სამართლიან გზებს.
მოუთმენლად ველით ამ პროგრამას, რათა მოვისმინოთ მოხსენებები იმასთან დაკავშირებით, რომ შევიმოსოთ ახალი პიროვნებით და შევინარჩუნოთ ის!