როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 15 აპრ.
„ალბათ, არავინ უარყოფს, რომ ოჯახური ბედნიერებისთვის აუცილებელია აზრთა ურთიერთგაზიარება. თუმცა ბევრს მაინც უჭირს ამის გაკეთება. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი? [გიპასუხოს] ეს ჟურნალი კარგ რჩევებს გვთავაზობს ამ საკითხთან დაკავშირებით“. წაიკითხე იაკობის 1:19.
გამოიღვიძეთ! აპრ.
„ბევრი ამბობს, რომ ჯვარი მათ ღმერთთან აახლოებს. მიუხედავად ამისა, ზოგს აინტერესებს: მისაღებია თაყვანისმცემლობაში იმ საგნის გამოყენება, რომელზეც იესო მოკლეს? ნამდვილად ჯვარს აცვეს იესო? ამ ჟურნალის მე-12 გვერდზე მოცემული სტატია ამ კითხვებს ბიბლიის საფუძველზე პასუხობს“. წაიკითხე საქმეების 5:30.
საგუშაგო კოშკი 1 მაის.
„მსოფლიოში მილიონობით ადამიანი სიღარიბეში ცხოვრობს. თქვენი აზრით, რის გაკეთება შეიძლება მათ დასახმარებლად? [გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე 1 პეტრეს 2:21] ამ ჟურნალში ახსნილია, როგორ მივბაძოთ იესოს ღარიბებზე ზრუნვაში“.
გამოიღვიძეთ! მაის.
„გიფიქრიათ, თუ რატომ ბერდება ადამიანი? [გიპასუხოს] ბიბლია პასუხს სცემს ამ კითხვას და გვიხსნის, რა გააკეთა ღმერთმა იმისთვის, რომ მარადიულად ვიცხოვროთ. [წაიკითხე ესაიას 25:8] ამ ჟურნალში განხილულია თანამედროვე შეხედულებები სიბერის პროცესთან დაკავშირებით“.