როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 15 ივლ.
„თქვენი აზრით თუ მოვესწრებით დროს, როცა მთავრობა გადაჭრის ხალხის პრობლემებს? [გიპასუხოს] იესომ ასწავლა თავის მოწაფეებს, ელოცათ ასეთი მთავრობის დადგომისთვის, როგორც ეს მათეს 6:9, 10-ში წერია [წაიკითხე]. ეს ჟურნალი გვიხსნის, რით აღემატება ღვთის სამეფო ადამიანურ ხელისუფლებებს და რა კურთხევებს მოუტანს ის კაცობრიობას“.
გამოიღვიძეთ! ივლ.
ახალგაზრდას შეგიძლია ჰკითხო: „ბევრი შენი თანატოლი დაოჯახებაზე ფიქრობს. შენი აზრით, რომელ წყაროს შეიძლება მიმართო ამ თემაზე საიმედო ინფორმაციის მისაღებად? [გიპასუხოს] ნახე, ვინ დააფუძნა ოჯახი [წაიკითხე მათეს 19:6]. ამ ჟურნალში მოცემულია ბიბლიური პრინციპები ბედნიერი ოჯახის შესაქმნელად“.
საგუშაგო კოშკი 1 აგვ.
„დღეს, ჩვეულებრივ, ადამიანები ცუდად ეპყრობიან ერთმანეთს. თუ შეიცვლებოდა რამე, ადამიანებს იესოს ამ სიტყვების მიხედვით რომ ემოქმედათ? [წაიკითხე მათეს 7:12. გიპასუხოს] ეს ჟურნალი აჩვენებს ბიბლიის თვალსაზრისს, დაფასდება თუ არა ადამიანის ღირსება“.
გამოიღვიძეთ! აგვ.
„ყველას გვინდა, კარგი ჯანმრთელობა გვქონდეს. თუ გსმენიათ, რომ ბევრი ექიმი თავს იკავებს სისხლის გადასხმისაგან? [გიპასუხოს] ეს ჟურნალი ხსნის, ამის მიზეზს, და ბიბლიის მეშვეობით გვანახვებს, რატომაა ღვთისთვის სისხლი ძვირფასი“ [წაიკითხე ლევიანების 17:11].