როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 15 ივლ.
„კაცობრიობის არსებობის ათასობით წლის განმავლობაში ადამიანებმა მრავალნაირი მრწამსი ჩამოაყალიბეს. როგორ ფიქრობთ, შეგვიძლია გავიგოთ, მათგან რომელია სწორი და რომელი — არასწორი? [გიპასუხოს.] ამ ჟურნალში განხილულია, თუ სად შეგიძლიათ ღვთისთვის მოსაწონი ჭეშმარიტი სწავლებების პოვნა“. წაიკითხე 2 ტიმოთე 3:16.
საგუშაგო კოშკი 1 აგვ.
„დღეს მრავალი ადამიანი ებრძვის არასრულფასოვნების გრძნობას. როგორ ფიქრობთ, რა დაეხმარება მათ? [გიპასუხოს.] ამ ჟურნალში ახსნილია, როგორ შეუძლია ბიბლიას, ასეთ ადამიანებს ნამდვილი სიხარულის პოვნაში დაეხმაროს“. ყურადღება მიაქციე მუქი და დახრილი შრიფტით ციტირებულ ბიბლიურ მუხლებს სტატიიდან „ბიბლია სიხარულის პოვნაში დაგეხმარებათ“.
გამოიღვიძეთ! 8 აგვ.
„შემზარავია სტიქიური უბედურებებით გამოწვეული ტანჯვაწამების ნახვა. [მოიხსენიე ცნობილი მაგალითი.] როგორ ფიქრობთ, უფრო ხშირი გახადა სტიქიური უბედურებები? [გიპასუხოს.] ეს საკითხი ამ ჟურნალშია განხილული. ის აგრეთვე შეიცავს მანუგეშებელ ინფორმაციას მათთვის, ვინც ასეთი ტრაგედიების დროს საყვარელი ადამიანები დაკარგა“. წაიკითხე იოანე 5:29, 29.