როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 15 ივლ.
«საყვარელი ადამიანის სიკვდილი ძალიან დიდ ტკივილს გვაყენებს. როგორ ფიქრობთ, არსებობს ადამიანში ისეთი რამ, რაც მისი სიკვდილის შემდეგ განაგრძობს სიცოცხლეს? [დაელოდე, გიპასუხოს]. იესომ ასეთი დანაპირები მოგვცა [წაიკითხე იოანეს 5:28, 29]. იესომ თქვა, რომ „მოვა“ დრო, როდესაც მიცვალებულები აღდგებიან. ეს ჟურნალი ბიბლიის საფუძველზე გვიხსნის, თუ სად იმყოფებიან ამჟამად გარდაცვლილები».
გამოიღვიძეთ! ივლ.
„მრავალი ადამიანი ისე ცხოვრობს, როგორც თავად მიაჩნია სწორად, და თვლის, რომ საკმარისია, იყოს კარგი ადამიანი. თქვენც ამავე აზრის ხომ არ ხართ? [დაელოდე, გიპასუხოს]. ზოგჯერ ის, რასაც ადამიანი კარგს უწოდებს, სინამდვილეში ღვთისთვის მიუღებელია. ნახეთ, რა სავალალო შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას [წაიკითხე იგავების 14:12]. ამ სტატიაში, რომელიც ჟურნალის მე-20 გვერდზე იწყება, საუბარია იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო კარგი ადამიანი ღვთის თვალში“.
საგუშაგო კოშკი 1 აგვ.
„მაინტერესებს, რას ფიქრობთ იესოს შემდეგ სიტყვებზე [წაიკითხე მათეს 5:3]. თქვენი აზრით, ადამიანის ბედნიერებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მას აინტერესებდეს სულიერი საკითხები? [დაელოდე, გიპასუხოს]. ამ ჟურნალში ახსნილია, რას ამბობს ბიბლია ნამდვილ სულიერობაზე და იმაზე, თუ როგორ გავხდეთ სულიერი ადამიანები“.
გამოიღვიძეთ! აგვ.
„თქვენი აზრით, სად შეუძლიათ მშობლებს ისეთი რჩევების ნახვა, რომლებიც ნამდვილად დაეხმარება მათ? [დაელოდე, გიპასუხოს]. ნახეთ, რა სიტყვები წერია ბიბლიაში [წაიკითხე 2 ტიმოთეს 3:16]. ამ ჟურნალში ნაჩვენებია, თუ რა პრაქტიკულ დახმარებას სთავაზობს ბიბლია მშობლებს შვილების აღზრდაში“.