როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 15 მარ.
„ხალხი ხშირად ლაპარაკობს იესოს მოსვლაზე. როგორ ფიქრობთ, სიხარულით უნდა ველოდეთ იმ დღეს თუ შიშით? [დაელოდე, გიპასუხოს]. ყურადღება მიაქციეთ, რა რეაქცია ჰქონდა ბიბლიის ერთ-ერთ დამწერს, იოანეს, ამ დღესთან დაკავშირებით [წაიკითხე გამოცხადების 22:20]. ეს ჟურნალი გვიხსნის, თუ რას გააკეთებს იესო, როცა მოვა“.
გამოიღვიძეთ! მარ.
„მრავალი ქვეყნის მმართველი სიამაყეს ავლენს. თქვენი აზრით, უწყობს ეს ხელს მშვიდობასა და ჰარმონიას მსოფლიოში? [დაელოდე, გიპასუხოს]. შემდეგი მუხლი გვიჩვენებს, თუ რას ამბობს ბიბლია სიამაყეზე [წაიკითხე იგავების 16:18]. ეს სტატია, რომელიც ამ ჟურნალის მე-20 გვერდზე იწყება, გვიჩვენებს, თუ რატომ არის სასარგებლო თავმდაბლობის გამოვლენა“.
საგუშაგო კოშკი 1 აპრ.
„თითქმის ყოველ დღე გვიჩნდება კითხვები ჯანმრთელობასთან, ჩვენს ოჯახთან თუ სამუშაოსთან დაკავშირებით. თქვენი აზრით, სად შეგვიძლია სანდო და პრაქტიკული პასუხების მიღება? [დაელოდე, გიპასუხოს]. ნახეთ, რას ამბობს ბიბლია 2 ტიმოთეს 3:16-ში [წაიკითხე]. ეს ჟურნალი გვიჩვენებს, თუ რა მრავალ პრაქტიკულ რჩევას გვთავაზობს ბიბლია“.
გამოიღვიძეთ! აპრ.
„მსოფლიოს მრავალ ნაწილში ხალხი ამჩნევს, რომ ზნეობრივი ნორმები ეცემა. თქვენ თუ შეგინიშნავთ მსგავსი რამ? [დაელოდე, გიპასუხოს]. იმით, რაც დღეს ხდება, ბიბლიური წინასწარმეტყველება სრულდება [წაიკითხე 2 ტიმოთეს 3:2—4]. ეს ჟურნალი გვიხსნის, თუ როგორ ეცემა ზნეობა და საით მიექანება მსოფლიო“.