როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 1 მარ.
„ყოველდღე ჩვენ ვისმენთ უბედურებების, დაავადებებისა და სიკვდილის შესახებ. როგორ ფიქრობთ, ოდესმე თუ დადგება ისეთი დრო, როცა ამ ყოველივესგან დაცულნი ვიქნებით? [დაელოდე, გიპასუხოს]. ეს ბიბლიური მუხლი მილიონობით ადამიანს იმედს უნერგავს [წაიკითხე იოანეს 3:16]. ამ ჟურნალში განიხილება ის, თუ როგორ შეუძლია იესოს სიკვდილს თქვენი ხსნა“.
გამოიღვიძეთ! მარ.
„როგორ ფიქრობთ, შეუძლია ცრურწმენას ზიანი მოუტანოს ადამიანს ან საშიში იყოს მისთვის? [დაელოდე, გიპასუხოს]. ბიბლიაში შემდეგი საინტერესო სიტყვებია ჩაწერილი [წაიკითხე ესაიას 65:11]. ამ სტატიაში, რომელიც ამ ჟურნალის მე-10 გვერდზე იწყება, საუბარია იმაზე, ეთავსება თუ არა ერთმანეთს ბიბლიური სწავლებები და ცრურწმენა“.
საგუშაგო კოშკი 1 აპრ.
«გსურთ, იხილოთ ამ წინასწარმეტყველების შესრულება? [წაიკითხე ესაიას 2:4 და დაელოდე, გიპასუხოს]. შენიშნეთ, რომ ღმერთი ჩაერევა ადამიანთა საქმეებში და „საქმეებს მოაგვარებს“. ბიბლია გვამცნობს, რომ ღმერთი გამართავს ომს, არმაგედონს, რომელიც ბოლოს მოუღებს ყველა ომს. ამ ჟურნალში ახსნილია, თუ რა არის არმაგედონი და რატომ არ უნდა ველოდოთ მას შიშით».
გამოიღვიძეთ! აპრ.
„თქვენი აზრით, ვცხოვრობთ თუ არა ისეთ დროში, როგორიც აქ არის აღწერილი? [წაიკითხე 2 ტიმოთეს 3:1—4 და დაელოდე, გიპასუხოს]. არსებობს საფუძვლიანი მიზეზი იმისა, რომ გვაინტერესებდეს ბოლო დღეები, რადგან ისინი მიუთითებს იმაზე, რომ ახლო მომავალში დედამიწას შესანიშნავი ცვლილებები ელის. სწორედ ამ საკითხს განიხილავს ეს ჟურნალი“.