სპეციალური ერთდღიანი კონგრესის ახალი პროგრამა
2008 სამსახურებრივი წლის სპეციალური ერთდღიანი კონგრესის თემაა „ჩვენ თიხა ვართ, იეჰოვა კი ჩვენი მეთუნეა“. ეს თემა დაფუძნებულია ესაიას 64:8-ზე. ბიბლიური რჩევები, რომლებსაც ამ კონგრესზე მოვისმენთ, გაგვიღრმავებს მადლიერებას იეჰოვას, როგორც დიდებული მეთუნის, თვისებების — სიბრძნის, სამართლიანობის, ძალისა და სიყვარულის — მიმართ.
სარაიონო ზედამხედველის მოხსენება, „იმსახურეთ, როგორც საპატიო ჭურჭლებმა“, დაგვანახვებს, თუ როგორ იზრდება მათი რიცხვი, ვინც უხვ კურთხევებს იღებს იმით, რომ ჭეშმარიტებას იგებს და მას სხვებს უზიარებს. მოხსენებაში, „ფიქრი დაგიცავს“, ნაჩვენები იქნება, თუ როგორ გვიცავს იეჰოვას სამართლიან პრინციპებზე სერიოზული დაფიქრება. მოწვეული მომხსენებელი აუდიტორიის წინაშე გამოვა შემდეგი მოხსენებებით «ჩვენ ‘არ ვცხოვრობთ ქვეყნიერების ყაიდაზე’» და „დაე, დიდებულმა მეთუნემ გამოგძერწოთ“. მშობლებისთვის და შვილებისთვის ძალიან გამამხნევებელი იქნება მოხსენებები „ახალგაზრდები, რომლებიც იეჰოვასთვის გამოსადეგნი არიან“ და „მშობლებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ შვილების ფორმირებაში“. ინსცენირებებისა და ინტერვიუების მეშვეობით გავიგებთ, თუ რა წარმატებებს აღწევენ და-ძმები მსახურებაში. ისინი, ვისაც სურთ, რომ ღვთისადმი მიძღვნა წყალში ნათლობით ცხადყონ, რაც შეიძლება მალე უნდა დაუკავშირდნენ თავმჯდომარე ზედამხედველს. არ დაგავიწყდეს „საგუშაგო კოშკის“ იმ ნომრის წაღება, რომელიც განხილული იქნება სპეციალურ ერთდღიან კონგრესზე.
რისი გაკეთებაც არ უნდა განიზრახოს დიდებულმა მეთუნემ, ის აკეთებს ამას. მაგრამ თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, რამდენად მივცემთ იეჰოვას იმის საშუალებას, რომ გამოგვძერწოს. ყველა, ვინც იეჰოვას გამოძერწვისა და განწმენდის საშუალებას აძლევს, სამეთუნეო ჩარხზე დადებული თიხის მსგავსად, ფორმას იძენს, პრიალდება, ცეცხლში გამოიწვება და მისგან საპატიო ჭურჭელი გამოდის. იეჰოვასადმი ასეთ მორჩილებას ჩვენთვის მრავალი კურთხევა მოაქვს და იეჰოვას უზენაესობას განადიდებს.