როგორ გვეხმარება წიგნის შესწავლის შეხვედრა?
1. როგორ გვეხმარება ხუთი ყოველკვირეული შეხვედრა?
1 ხუთი ყოველკვირეული შეხვედრიდან თითოეული განსხვავებული სახით ტარდება და სხვადასხვა მიზანს ემსახურება. მაგრამ ყველა ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გვეხმარება, რომ „წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის“ (ებრ. 10:24, 25). რა განსაკუთრებული თავისებურებით გამოირჩევა წიგნის შესწავლა და რით არის ეს შეხვედრა სასარგებლო?
2. რით არის სასარგებლო პატარა ჯგუფად შეკრება წიგნის შესწავლაზე?
2 გვეხმარება, რომ სულიერად წინ წავიწიოთ: კრების სხვა შეხვედრებთან შედარებით წიგნის შესწავლას ჩვეულებრივ გაცილებით ნაკლები ხალხი ესწრება. ამის წყალობით ჩვენ შესაძლებლობა გვეძლევა, დავუმეგობრდეთ ერთმანეთს, რაც თავის მხრივ სულიერ წინსვლაში გვეხმარება (იგავ. 18:24). ცდილობ, ახლოს გაიცნო შენი წიგნის შესწავლის ჯგუფის ყველა წევრი, და სთხოვ თითოეულ მათგანს, რომ შენთან ერთად ითანამშრომლონ მსახურებაში? ეს შეხვედრა ეხმარება წიგნის შესწავლის ზედამხედველს, რომ ჯგუფის თითოეული წევრის მდგომარეობა გაიგოს და გაამხნევოს ისინი (იგავ. 27:23).
3. როგორ უწყობს ხელს წიგნის შესწავლის შეხვედრა ბიბლიის შემსწავლელებს, რომ დაესწრონ და მონაწილეობა მიიღონ მასში?
3 იწვევ ბიბლიის შემსწავლელებს, რომ დაესწრონ წიგნის შესწავლას? დაინტერესებულებმა, რომლებიც უფრო დიდ შეხვედრებზე დასწრებისგან თავს იკავებენ, შეიძლება პატარა შეხვედრაზე მოსვლა უფრო გაბედონ, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ის ვინმეს სახლში ტარდება. შინაურული ატმოსფერო უფრო უადვილებს ახლებსა და ახალგაზრდებს, რომ კომენტარები გააკეთონ. რამდენადაც ჯგუფი პატარაა, ჩვენ შეხვედრაზე მონაწილეობისა და იეჰოვას განდიდების უფრო მეტი შესაძლებლობა გვეძლევა (ფსალმ. 111:1).
4. რა მხრივ შეიძლება იყოს მოსახერხებელი წიგნის შესწავლის ჩატარების ადგილი?
4 წიგნის შესწავლის შეხვედრა ჩვეულებრივ მაუწყებლებისთვის მოსახერხებელ ადგილას ტარდება. მართალია, ყველა მაუწყებელი შეიძლება არ იყოს დანიშნული იმ წიგნის შესწავლაში, რომელიც მის საცხოვრებელთან ყველაზე ახლოს ტარდება, მაგრამ მისი წიგნის შესწავლა სამეფო დარბაზთან შედარებით შეიძლება მაინც უფრო ახლოს იყოს. ის ადგილი, სადაც წიგნის შესწავლა ტარდება, შეიძლება სამქადაგებლო მსახურების შეხვედრის ჩასატარებლადაც მოსახერხებელი იყოს.
5. როგორ შეიძლება დაგვეხმაროს წიგნის შესწავლის ზედამხედველი მსახურებაში?
5 გვეხმარება, რომ ვიმსახუროთ: წიგნის შესწავლის ზედამხედველი ეხმარება თითოეულს, რომ რეგულარულად იღებდნენ მონაწილეობას მსახურებაში და რომ მსახურება მათთვის ნაყოფიერი და სიხარულის მომტანი იყოს. ამიტომ, ის შეეცდება, რომ წიგნის შესწავლის თითოეულ წევრთან ითანამშრომლოს და მათ ინდივიდუალურად დაეხმაროს მსახურების სხვადასხვა სფეროში. თუ გიძნელდება მსახურების ამა თუ იმ სფეროში მონაწილეობა, მაგალითად განმეორებითი მონახულებების გაკეთება, ამის შესახებ წიგნის შესწავლის ზედამხედველს უთხარი. ის შეიძლება შეუთანხმდეს წიგნის შესწავლის გამოცდილ მაუწყებელს, რომ ერთად წახვიდეთ ხოლმე მსახურებაში. თუ ყურადღებით დააკვირდები წიგნის შესწავლის ზედამხედველს, სწავლების რა მეთოდებს იყენებს წიგნის შესწავლისას, ეს დაგეხმარება, რომ გაუმჯობესდე ბიბლიის შესწავლების ჩატარებაში (1 კორ. 4:17).
6. რატომ უნდა ვცდილობდეთ, რომ სრულად მივიღოთ სარგებლობა წიგნის შესწავლიდან?
6 წიგნის შესწავლის შეხვედრა მართლაც რომ დიდი კურთხევაა ჩვენთვის! იეჰოვას მიერ სიყვარულით დაფუძნებული ეს შეხვედრა გვეხმარება, რომ ამ ცვალებად და რთულ დროში მტკიცე ნაბიჯით განვაგრძოთ ჩვენს სულიერ გზაზე სიარული (ფსალმ. 26:12).