რა სარგებლობა მოაქვს სამქადაგებლო მსახურების ჯგუფებს
1. წიგნის შესწავლის მსგავსად, რა კურთხევებს ვიღებთ სამქადაგებლო მსახურების ჯგუფების მეშვეობით?
1 ხომ არ გენატრება წიგნის შესწავლები, რომლებიც ტარდებოდა პატარა ჯგუფებად და სადაც მყუდრო ატმოსფერო სუფევდა? ამის წყალობით ადვილი იყო და-ძმებთან დამეგობრება, რაც სულიერ სიმტკიცეს უწყობდა ხელს (იგავ. 18:24). წიგნის შესწავლის ზედამხედველმა იცოდა თითოეული ჩვენგანის მდგომარეობა და შეეძლო, პირადად გავემხნევებინეთ (იგავ. 27:23; 1 პეტ. 5:2, 3). ამ კურთხევებს დღეს კვლავ ვიღებთ სამქადაგებლო მსახურების ჯგუფების მეშვეობით.
2. როგორ შეგვიძლია ინიციატივის გამოვლენა, რომ დავუმეგობრდეთ და-ძმებს ჩვენს სამქადაგებლო მსახურების ჯგუფში, რაც სულიერი სიმტკიცის წყაროა?
2 გამოავლინე ინიციატივა. ძირითადად, სამქადაგებლო მსახურების ჯგუფები წიგნის შესწავლის ჯგუფების ტოლია. მსახურებაში მხარდამხარ ქადაგება ახლო მეგობრობას უწყობს ხელს (ფილ. 1:27). შენი ჯგუფის რამდენ წევრთან გიმსახურია? შეგიძლია „გაფართოვდე“ ამ მხრივ? (2 კორ. 6:13). ამასთანავე, დროდადრო შეგიძლია შენი ჯგუფის ზოგიერთი წევრი დაპატიჟო ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოზე ან სადილზე. ზოგ კრებაში სამქადაგებლო მსახურების ჯგუფები მოწვეულ მომხსენებლებს რიგრიგობით ეპატიჟებიან სადილზე. ჯგუფი, რომელიც ეპატიჟება სადილზე მოწვეულ მომხსენებელს, იმისდა მიუხედავად, დარჩება თუ არა ძმა სადილზე, ნებისმიერ შემთხვევაში იკრიბება, რათა და-ძმებმა ერთმანეთი გაამხნეონ.
3. როგორ ზრუნავენ უხუცესები თავიანთ სამწყსოზე სამქადაგებლო მსახურების ჯგუფში?
3 მიუხედავად იმისა, რომ კრების შეხვედრები კვირაში სამის ნაცვლად ახლა ორჯერ ტარდება, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მაუწყებლები მოკლებულნი არიან სულიერი მწყემსების ყურადღებას. თითოეულ ჯგუფში ინიშნება ჯგუფის ზედამხედველი, რათა გაამხნეოს მაუწყებლები და მსახურებაში მითითებები მისცეს. თუ ჯერ არ გიმსახურია შენი ჯგუფის ზედამხედველთან, კარგი იქნება, თუ იმსახურებ მასთან ერთად. გარდა ამისა, სამსახურებრივი ზედამხედველი თვეში ერთ შაბათ-კვირას მსახურობს სხვადასხვა ჯგუფთან. პატარა კრებებში, სადაც მხოლოდ რამდენიმე სამქადაგებლო ჯგუფია, სამსახურებრივი ზედამხედველი წელიწადში ორჯერ ინახულებს თითო ჯგუფს. შეეცადე, გახვიდე მსახურებაში, როცა ის ინახულებს შენს ჯგუფს.
4. ა) როგორ არის ორგანიზებული შეხვედრები სამქადაგებლო მსახურებისთვის? ბ) რატომ უნდა შევთავაზოთ ჩვენი სახლი სამქადაგებლო მსახურების ჩასატარებლად?
4 კარგია, თუ თითოეული ჯგუფი შაბათ-კვირას ატარებს სამქადაგებლო მსახურების შეხვედრას. როცა სამქადაგებლო შეხვედრა რამდენიმე ადგილას დაახლოებით ერთსა და იმავე დროს ტარდება, ეს უადვილებს მაუწყებლებს შეხვედრაზე სამქადაგებლო მსახურებისთვის და შესაძლოა, უბანზე მისვლას. მაუწყებლებს შეუძლიათ სწრაფად განაწილდნენ და დაყოვნების გარეშე მივიდნენ უბანზე. ამასთანავე, ჯგუფის ზედამხედველისთვისაც ადვილია, ყურადღება მიაქციოს თავისი ჯგუფის წევრებს. მაგრამ, შესაძლოა, მდგომარეობამ მოითხოვოს ორი ან მეტი ჯგუფის გაერთიანება. თუ მთელი კრება იკრიბება სამქადაგებლო მსახურებისთვის თვის პირველ შაბათს ან „საგუშაგო კოშკის“ შესწავლის შემდეგ, შეიძლება თითოეული ჯგუფის წევრები ერთად დასხდნენ, რათა ჯგუფის ზედამხედველმა ორგანიზება გაუწიოს თავისი ჯგუფის წევრებს, სანამ სამქადაგებლო მსახურების შეხვედრა ლოცვით დასრულდება (იხილეთ ჩარჩო „შეგიძლია შესთავაზო შენი სახლი?“).
5. რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, მიუხედავად იმისა, რომ წიგნის შესწავლა აღარ ტარდება?
5 მიუხედავად იმისა, რომ წიგნის შესწავლა აღარ ტარდება, ღმერთი კვლავაც ყველაფრით უზრუნველგვყოფს მისი ნების შესასრულებლად (ებრ. 13:20, 21). იეჰოვას წყალობით ჩვენ არაფერი გვაკლია (ფსალმ. 23:1). სამქადაგებლო მსახურების ჯგუფის მეშვეობით ბევრ კურთხევას ვიღებთ. თუ გამოვავლენთ ინიციატივას და „უხვად დავთესავთ“, „უხვად მოვიმკით“ კიდეც (2 კორ. 9:6).
[ჩარჩო 6 გვერდზე]
შეგიძლია შესთავაზო შენი სახლი?
ზოგ კრებას უწევს სამქადაგებლო მსახურების ჯგუფების გაერთიანება, ვინაიდან არ არის საკმარისი ადგილები ამ შეხვედრების ჩასატარებლად. შეხვედრები სამქადაგებლო მსახურებისთვის კრების ნაწილია, ასე რომ, სახლის დათმობა ამ შეხვედრებისთვის ნამდვილი უპირატესობაა. შეგიძლია შესთავაზო შენი სახლი? თავი არ შეიკავო ამისგან, თუ მდიდრული სახლი არ გაქვს. უხუცესები მხედველობაში მიიღებენ შენი სახლის ადგილმდებარეობას და სხვა ფაქტორებს, როგორც ამას აკეთებდნენ წიგნის შესწავლის ჩასატარებელი ადგილის შერჩევისას. თუ გსურს, შენთან ტარდებოდეს შეხვედრები სამქადაგებლო მსახურებისთვის, აცნობე შენი ჯგუფის ზედამხედველს.