როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 15 აგვ.
„მაინტერესებს თქვენი აზრი ამ მუხლთან დაკავშირებით [წაიკითხე ებრაელების 3:4]. თქვენც იზიარებთ იმ აზრს, რომ სამყარო გონიერმა შემოქმედმა შექმნა? [დაელოდე, გიპასუხოს]. ამ ჟურნალში საუბარია იმის შესახებ, რომ შემოქმედის აღიარება არ ეწინააღმდეგება მეცნიერებას“.
გამოიღვიძეთ! აგვ.
ახალგაზრდას შეგიძლია უთხრა: „შენს ასაკში ბევრს გამოუცდია გულისტკივილი იმის გამო, რომ მასზე ჭორებს ავრცელებდნენ. შენც ხომ არ გამოგიცდია მსგავსი რამ? [დაელოდე, გიპასუხოს]. ბიბლიაში მოცემულია კარგი რჩევები, რომლებიც დაგეხმარება, თუ შენზე იჭორავეს. ბიბლია იმასაც გვიჩვენებს, თუ როგორ შეგვიძლია მოვერიდოთ ჭორაობას“. უჩვენე მას სტატია, რომელიც მე-12 გვერდზე იწყება, და სტატიიდან ამოუკითხე ერთ-ერთი ბიბლიური მუხლი.
საგუშაგო კოშკი 1 სექტ.
«ბევრის აზრით „ძველ აღთქმაში“ საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი ისტორიაა მოთხრობილი. მაგრამ ისინი ეჭვქვეშ აყენებენ იმას, არის თუ არა დღეს გამოსადეგი მასში მოცემული სახელმძღვანელო პრინციპები. თქვენ რას ფიქრობთ? [დაელოდე, გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე რომაელების 15:4]. ეს ჟურნალი გვიჩვენებს, რომ „ძველ აღთქმაში“ მოცემულია ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსაყენებელი სასარგებლო რჩევები და რომ ის მომავლის ნამდვილ იმედსაც გვაძლევს».
გამოიღვიძეთ! სექტ.
„როგორ ფიქრობთ, ღმერთია დამნაშავე სტიქიურ უბედურებებში? [დაელოდე, გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე მეორე კანონის 32:4]. ამ ჟურნალში ახსნილია, თუ რატომ უშვებს ღმერთი სტიქიურ უბედურებებს. მასში იმაზეც არის საუბარი, თუ როგორ შეგიძლიათ დაიცვათ ოჯახი ასეთ დროს“.