საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 4/08 გვ. 6
  • შეკითხვების ყუთი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • შეკითხვების ყუთი
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2008
  • მსგავსი მასალა
  • ნუ დაივიწყებთ თავშესაფარში მყოფ მოხუცებულებსა და უმწეოებს!
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2014
  • მარტო დარჩენილნი, მაგრამ არა დავიწყებულნი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2008
  • მზად ხარ რწმენის გამომცდელი სამედიცინო სიტუაციის შესახვედრად?
    ჩვენი სამეფო მსახურება — 1996
  • „შენ მოკვდები!“
    გამოიღვიძეთ! — 2000
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 2008
km 4/08 გვ. 6

შეკითხვების ყუთი

◼ შეიძლება თუ არა, რომ იეჰოვას მოწმემ იმკურნალოს ისეთ საავადმყოფოში ან კერძო სამკურნალო დაწესებულებაში, რომელიც რელიგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის?

სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის საავადმყოფოები და კერძო სამკურნალო დაწესებულებები, სადაც პაციენტებს მკურნალობენ ან ქრონიკულად დაავადებულებზე ზრუნავენ. როგორც წესი, ასეთი დაწესებულებები მიზნად არ ისახავს „დიდი ბაბილონის“ ინტერესების მხარდაჭერას (გამოცხ. 18:2, 4). შესაძლოა ისინი იმ მიზნით დაარსდა, რომ რელიგიურ ორგანიზაციას შემოსავლის წყარო ჰქონოდა. დღესდღეობით, ზოგიერთ საავადმყოფოს მხოლოდ სახელი აქვს რელიგიური, მაშინ როცა სხვაგან პერსონალი ნაწილობრივ სასულიერო პირებისგან შედგება.

თუ იეჰოვას მოწმეს მკურნალობა სჭირდება საავადმყოფოში ან კერძო სამკურნალო დაწესებულებაში, მან პირადად უნდა გადაწყვიტოს, იმკურნალოს თუ არა ისეთ დაწესებულებაში, რომელსაც შესაძლოა კავშირი აქვს რომელიმე რელიგიურ ორგანიზაციასთან. ზოგს შეიძლება სინდისმა დართოს იმის ნება, რომ იმკურნალოს ასეთ დაწესებულებაში, ზოგს კი — არა (1 ტიმ. 1:5). იქ არსებულმა სიტუაციამ შეიძლება გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ ვინ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს, ამიტომ კარგი იქნება, თუ შემდეგ ფაქტორებს მხედველობაში მივიღებთ.

მაგალითად, საავადმყოფო ან კერძო სამკურნალო დაწესებულება, რომელიც რელიგიურ სახელს ატარებს, შეიძლება ერთადერთი იყოს, რომელიც ქრისტიანის სახლთან ახლოს მდებარეობს. მართალია, ახლომახლო შეიძლება სხვა ასეთი დაწესებულებებიც მდებარეობდეს, მაგრამ მათთან შედარებით ყველაზე კარგი სამედიცინო მომსახურება შესაძლოა სწორედ რომ ზემოაღნიშნულ დაწესებულებაში იყოს ხელმისაწვდომი. ეს საავადმყოფო შეიძლება ერთადერთია, რომელიც სათანადო სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი, ან შესაძლოა თქვენი ექიმი ან ქირურგი სწორედ ამ საავადმყოფოში მუშაობს. გარდა ამისა, ზოგჯერ ასეთ საავადმყოფოებში შეიძლება პატივისცემით ეკიდებიან თქვენი, როგორც ქრისტიანის შეხედულებას სისხლთან დაკავშირებით, მაშინ როცა სხვა სახელმწიფო თუ კერძო საავადმყოფოებში ამას არ ითვალისწინებენ. ასე რომ, ეს არის ის ზოგიერთი ფაქტორი, რაც უნდა გაითვალისწინო იმისთვის, თუ სად იმკურნალო.

თუ გადაწყვეტ, რომ იმკურნალო იმ საავადმყოფოში ან კერძო სამკურნალო დაწესებულებაში, რომელსაც რელიგიურ ორგანიზაციასთან აქვს კავშირი, შეიძლება ფიქრობდე, რომ ფულს უბრალოდ მომსახურებისთვის იხდი. შენ შეიძლება ამ საკითხს ისე უყურებდე, რომ მაშინაც კი, თუ ასეთი დაწესებულება რომელიმე რელიგიური ორგანიზაციის ბიზნესს წარმოადგენს, შენ უბრალოდ მომსახურებისთვის იხდი ფულს და უშუალოდ ცრუ რელიგიის მხარდასაჭერად არ იღებ შესაწირავს.

რა თქმა უნდა, ასეთ სიტუაციაში შენ, როგორც ქრისტიანი, დარწმუნებული უნდა იყო იმაში, რომ არანაირი სახით არ უჭერ მხარს ცრუ თაყვანისმცემლობას. აგრეთვე, მომსახურე პერსონალს ან იმ სასულიერო პირებს, რომლებიც ასეთ დაწესებულებას ინახულებენ ხოლმე, არ მიმართავ რელიგიური ტიტულებით, მაგალითად „მამაო“ ან „დედაო“ (მათ. 23:9). გახსოვდეს, რომ შენი იქ ყოფნის მიზანი მხოლოდ მკურნალობაა და მეტი არაფერი.

თუ საავადმყოფოში დაწოლას აპირებ, უთხარი იქ მომსახურე პერსონალს, რომ იეჰოვას მოწმე ხარ და ადგილობრივი კრების უხუცესები მოგინახულებენ. ასეთი სახით, შენ ხელს შეუწყობ იმას, რომ სათანადო სულიერი მხარდაჭერა გქონდეს (1 თეს. 5:14).

მორწმუნე ოჯახის წევრებმა, ადგილობრივმა უხუცესებმა და კრების სხვა წევრებმა უნდა იზრუნონ სამკურნალო დაწესებულებებში მყოფი ნებისმიერი ხანდაზმული დის ან ძმის სულიერ მოთხოვნილებებზე, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ეს დაწესებულება რელიგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის. ჩვენ მიერ გამოვლენილი გულმოდგინება გაამხნევებს ხანდაზმულ და-ძმებს და დაეხმარება, თავი აარიდონ იმას, რომ შემთხვევით მონაწილეობა არ მიიღონ რაიმე სახის რელიგიურ მსახურებაში ან დღესასწაულის აღნიშვნაში, რომელიც იქ ტარდება.

ზემოთ მოხსენიებული ყველა ფაქტორის გათვალისწინებით თითოეულმა ქრისტიანმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუ რომელ სამკურნალო დაწესებულებას მიმართოს (გალ. 6:5).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება