საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 1/09 გვ. 1
  • როგორ მოისმინონ?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • როგორ მოისმინონ?
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2009
  • მსგავსი მასალა
  • არ შეწყვიტო კეთილი ცნობის გაცხადება
    ჩვენი სამეფო მსახურება — 1996
  • რატომ ვაკითხავთ ადამიანებს სახლში კვლავ და კვლავ?
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2007
  • დაუღალავად ვიქადაგოთ სასიხარულო ცნობა
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2008
  • ‘ყურადღებით მოეკიდე მსახურებას, რომელიც უფალში მიიღე’
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2008
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 2009
km 1/09 გვ. 1

როგორ მოისმინონ?

1. რატომ შეიძლება იყოს რთული ქადაგება, მაგრამ რატომ უნდა მოვახმაროთ ამას მთელი ძალისხმევა?

1 იეჰოვას დღე სწრაფად ახლოვდება, ამიტომ ღვთისა და მისი განზრახვების შესახებ ცოდნის მისაღებად მრავალს დაუყოვნებლივ სჭირდება დახმარება (იოან. 17:3; 2 პეტ. 3:9, 10). მაგრამ ზოგჯერ ეს შეიძლება რთული იყოს, რადგან ქადაგებისას მრავალი გულგრილად ეხმაურება სასიხარულო ცნობას და დაგვცინის (2 პეტ. 3:3, 4). მიუხედავად ამისა, ყველანაირი მიზეზი გვაქვს, გვჯეროდეს, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ცხოვრობენ ისეთებიც, რომლებიც მიიღებენ სასიხარულო ცნობას. მაგრამ, როგორ მოისმინონ, თუ არავინ უქადაგა? (რომ. 10:14, 15).

2. როგორ გვამხნევებს პავლე მოციქულის მაგალითი?

2 წინააღმდეგობების პირისპირ: მრავალი დადებითადაა განწყობილი სამეფოს შესახებ ცნობის მოსასმენად, ამიტომ დაუღალავად უნდა ვიქადაგოთ. ფილიპე ევროპაში პირველი ქალაქი იყო, სადაც მოციქულმა პავლემ სასიხარულო ცნობა იქადაგა. იქ ჩასულ პავლესა და სილას ცრუ ბრალდებები წაუყენეს, გაჯოხეს და საპყრობილეში ჩაყარეს (საქ. 16:16—24). ეს ყველაფერი პავლესთვის იოლი ასატანი არ იქნებოდა, მაგრამ მას არ შეშინებია და მსახურება არ შეუწყვეტია. მან განაგრძო მისიონერული მსახურება, ჩავიდა ქალაქ თესალონიკეში და „ღვთის დახმარებით გაბედულება“ მოიკრიბა (1 თეს. 2:2). პავლეს მაგალითი გვიჩვენებს, რომ არ უნდა შევწყვიტოთ ქადაგება (გალ. 6:9).

3. რატომ შეიძლება შეიცვალოს ზოგმა თვალსაზრისი?

3 მრავალმა, ვინც წლების განმავლობაში არ ისმენდა სასიხარულო ცნობას, თვალსაზრისი შეიცვალა. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება, ავადმყოფობა, ოჯახის წევრის სიკვდილი ან შემაშფოთებელი ახალი ამბების მოსმენა (1 კორ. 7:31). ზოგს მოზარდობისას მშობლები ეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ ახლა სრულწლოვანები არიან და სიამოვნებით ისმენენ სამეფოს შესახებ ცნობას. ჩვენი დაუცხრომელი ქადაგების წყალობით ასეთებს ეძლევათ შესაძლებლობა, ‘მოუხმონ იეჰოვას სახელს’ მანამ, სანამ ჯერ კიდევ არის დრო (რომ. 10:13).

4. რა აღგვძრავს, რომ „დაუღალავად“ განვაგრძოთ მსახურება?

4 „დაუღალავად“ იქადაგე: ღვთისა და მოყვასის სიყვარული აღგვძრავს, მოციქულების მსგავსად „დაუღალავად“ ვიქადაგოთ და მოწაფეები მოვამზადოთ (საქ. 5:42). დღეს არსებული სისაძაგლის გამო მრავალი „ოხრავს და კვნესის“ (ეზეკ. 9:4). სასიხარულო ცნობის მოსმენა მათ იმედს აძლევს და ანუგეშებს. მაშინაც კი, თუ მრავალი არ გვისმენს, ჩვენ ბიბლიური საფუძველი გვაქვს, გვჯეროდეს, რომ იეჰოვა აფასებს ჩვენს ძალისხმევას (ებრ. 13:15, 16).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება