საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 4/09 გვ. 4
  • შეკითხვების ყუთი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • შეკითხვების ყუთი
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2009
  • მსგავსი მასალა
  • რა არის „საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება“?
    ხშირად დასმული კითხვები
  • რით განსხვავდება ხელმძღვანელი საბჭო იურიდიული კორპორაციისგან
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2001
  • ორგანიზაციის სტრუქტურის ჩამოყალიბება
    იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები
  • ერთად ვაშენებთ მთელ მსოფლიოში
    იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 2009
km 4/09 გვ. 4

შეკითხვების ყუთი

◼ შეიძლება თუ არა, რომ კრებამ ან რომელიმე მაუწყებელმა გამოიყენოს იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციის ლოგო?

ლოგო არის ფირმის, ორგანიზაციის ან კომპანიის სახელი, სიმბოლო ან სავაჭრო ნიშანი. „საგუშაგო კოშკი“ არის „პენსილვანიის საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოებისა“ და ჩვენი ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა კორპორაციის ლოგო. იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციის კიდევ ერთი ლოგოა გადაშლილი ბიბლია, რომელიც ფურცლის თავშია მოცემული. იეჰოვას მოწმეთა სხვა კორპორაციები სხვადასხვა ლოგოს იყენებენ.

კრებებმა თუ ცალკეულმა მაუწყებლებმა არ უნდა გამოიყენონ ორგანიზაციის ოფიციალური ლოგოები და სახელები ან მიმსგავსებული ლოგოები და სახელები სამეფო დარბაზის აბრაზე, წერილებში, პირად ნივთებზე და სხვ. თუ ორგანიზაციის ლოგოებს გამოვიყენებთ, ამან შეიძლება დააბნიოს მაუწყებლები, ოფიციალური პირები ან ისინი, ვისაც იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით კრებასთან აქვს შეხება. გარდა ამისა, თუ ჩვენს წერილებზე ასეთი ლოგოები იქნება, ადრესატმა შეიძლება იფიქროს, რომ ეს წერილი გამოგზავნილია მსოფლიო მთავარი სამმართველოს ან ფილიალის მიერ.

„საგუშაგო კოშკის“ ლოგო ან სხვა მსგავსი ნიშანი არ უნდა გამოიყენოთ სამეფო დარბაზის აბრაზე მაშინაც კი, თუ ეს დარბაზი ჩვენი ორგანიზაციის საკუთრებაა. იმ კრებებმა, რომელთა სამეფო დარბაზებსაც ასეთი ლოგო აქვს, აუცილებელი არ არის, დაუყოვნებლივ მოაშორონ ის, თუ ეს დიზაინის შეცვლას, დიდ დროს, ძალისხმევასა და ხარჯებს მოითხოვს. მაგრამ, თუ ამისთვის დიდი შრომა და ხარჯები არ არის საჭირო, შეგიძლიათ ზომები მალევე მიიღოთ. იმ შემთხვევაში, თუ სერიოზული ცვლილება მოითხოვება, შეგიძლიათ ეს შენობის გარემონტების დროს გააკეთოთ.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება