როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 1 აპრილი
«ზოგი ფიქრობს, რომ ჩვენი ბედი წინასწარ არის განსაზღვრული, ზოგს კი მიაჩნია, რომ ადამიანი თავის ბედს თვითონვე ქმნის. თქვენ რას ფიქრობთ? [დაელოდე, გიპასუხოს]. მინდა თქვენი ყურადღება ერთ საინტერესო აზრზე გავამახვილო [წაიკითხე ეკლესიასტეს 9:11]. ეს სტატია ბიბლიის მეშვეობით პასუხს სცემს კითხვაზე „არსებობს ბედისწერა?“ [უჩვენე სტატია 26-ე გვერდზე]».
გამოიღვიძეთ! აპრილი
„მრავალი ოჯახი ღალატის გამო ინგრევა. როგორ ფიქრობთ, შეუწყობს ქორწინებას ხელს შემდეგი ბიბლიური მუხლის გამოყენება? [წაიკითხე მათეს 5:28 და დაელოდე, გიპასუხოს]. ამ სტატიაში მოცემული ბიბლიური რჩევები დაეხმარება წყვილს, რომ ერთმანეთის ერთგულები დარჩნენ [უჩვენე სტატია, რომელიც 28-ე გვერდზე იწყება]“.
საგუშაგო კოშკი 1 მაისი
„როგორ ფიქრობთ, რთულია ღვთისადმი რწმენის განვითარება? [დაელოდე, გიპასუხოს]. ბიბლიაში წერია, რომ ღვთისადმი რწმენა ძალიან მნიშვნელოვანია [წაიკითხე ებრაელების 11:6]. ამ ჟურნალში განხილულია ოთხი ნაბიჯი, რომლებიც რწმენის გაძლიერებაში დაგვეხმარება“.
გამოიღვიძეთ! მაისი
„დღეს უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხდება წამლებზე დამოკიდებული. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი? [დაელოდე, გიპასუხოს]. ბიბლია ყურადღებას ამახვილებს ამის ხელშემწყობ ერთ-ერთ მიზეზზე, რომელიც განსაკუთრებით ბავშვებში შეინიშნება [წაიკითხე იგავების 13:20]. ამ ჟურნალში განხილულია, თუ როგორ შეგიძლიათ საკუთარი თავისა და ოჯახის წევრების დაცვა ამ მიდრეკილებისგან“.