როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 1 თებერვალი
„ბევრ ადამიანს თავისი რელიგია აქვს. როგორ ფიქრობთ, აქვს ღვთისთვის მნიშვნელობა, როგორ ვცემთ მას თაყვანს? [დაელოდე, გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე მათეს 15:9] ამ სტატიაში განხილულია ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ოთხი მხარე, რომლებიც იესომ მოიხსენია [შესთავაზე სტატია, რომელიც მე-16 გვერდზე იწყება]“.
გამოიღვიძეთ! თებერვალი
„ზოგს სწამს, რომ შემოქმედი არსებობს, მაგრამ სხვებს მიაჩნიათ, რომ ეს მეცნიერულად დამტკიცებული არ არის და ამის დაჯერება უგუნურებაა. თქვენ რას ფიქრობთ? [დაელოდე, გიპასუხოს] ბიბლიის თანახმად, ნამდვილ რწმენას მტკიცე საფუძველი აქვს [წაიკითხე ებრაელების 11:1]. ამ სტატიაში განხილულია ზოგი მტკიცებულება, რომლებიც შემოქმედის არსებობას ადასტურებს [აჩვენე სტატია, რომელიც 22-ე გვერდზე იწყება]“.
საგუშაგო კოშკი 1 მარტი
„თქვენი აზრით, ბიბლია უბრალოდ კარგი წიგნია თუ ღვთის სიტყვაა? [დაელოდე, გიპასუხოს] ნახეთ, რას ამბობს ბიბლია [წაიკითხე 2 ტიმოთეს 3:16, 17]. ამ ჟურნალში განხილულია, როგორ შეგვიძლია მივიღოთ ამ საკითხთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი“.
გამოიღვიძეთ! თებერვალი
„მრავალი ადამიანის მსგავსად, ალბათ, თქვენც გხიბლავთ ბუნების სილამაზე. განა არ მეტყველებს ეს იმაზე, რომ ის გონიერმა შემოქმედმა შექმნა? [დაელოდე, გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე ფსალმუნის 104:24] ამ ჟურნალში მოყვანილია საინტერესო მაგალითები ბუნებაში არსებული ქმნილებების შესახებ და განხილულია, რას გვასწავლის ისინი“.