როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 1 მაისი
„როგორი იქნებოდა მსოფლიო, თუ ყველა გაითვალისწინებდა იესოს სიტყვებს? [წაიკითხე მათეს 7:12 და დაელოდე, გიპასუხოს.] ამ სტატიაში განხილულია იესოს ზოგიერთი სწავლება იმის დასანახვებლად, თუ რას ნიშნავს ნამდვილი ქრისტიანობა [შესთავაზე სტატია, რომელიც მე-16 გვერდზე იწყება]“.
გამოიღვიძეთ! მაისი
„როგორ ფიქრობთ, გამოსწორდება მალე ეკონომიკური მდგომარეობა? [დაელოდე, გიპასუხოს.] ბევრმა არც კი იცის, რომ ასეთ რთულ დროს ბიბლიას ჩვენი დახმარება შეუძლია [წაიკითხე სტატიაში მოყვანილი რომელიმე მუხლი]. ეს სტატია გვიჩვენებს, რომ ბიბლიური რჩევები ეკონომიკურ სირთულეებთან გამკლავებაში გვეხმარება [შესთავაზე სტატია, რომელიც მე-18 გვერდზე იწყება]“.
საგუშაგო კოშკი 1 ივნისი
„ადრინდელთან შედარებით, დღეს ბევრი აღარ საუბრობს ცოდვაზე. როგორ ფიქრობთ, ცოდვაზე საუბარი მოძველებული საკითხია თუ უნდა გვაღელვებდეს ის? [დაელოდე, გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე რომაელების 5:12.] ამ ჟურნალში განხილულია, თუ რას ამბობს ბიბლია ცოდვაზე“.
გამოიღვიძეთ! ივნისი
„ეთანხმებით იმ აზრს, რომ ცხოვრება უფრო და უფრო დაძაბული ხდება? [დაელოდე, გიპასუხოს.] ბევრი თვლის, რომ ამის ერთ-ერთ მიზეზს ეს ბიბლიური მუხლი ხსნის [წაიკითხე 2 ტიმოთეს 3:1]. ამ ჟურნალში ახსნილია, როგორ მოქმედებს სტრესი ჩვენზე და როგორ შეგვიძლია მასთან გამკლავება“.