როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 1 ოქტომბერი
„დღეს მრავალს შემოქმედის არსებობის არ სწამს. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი? [დაელოდე, გიპასუხოს.] ერთ-ერთი მიზეზი ამ მუხლებშია მოცემული [წაიკითხე აბაკუმის 1:2, 3]. ამ სტატიაში პასუხი ეცემა იმ ადამიანთა ზოგ კითხვას, რომლებსაც ეჭვი შეაქვთ ღვთის არსებობაში [უჩვენე მე-11 გვერდზე მოცემული სტატია]“.
გამოიღვიძეთ! ოქტომბერი
«ალბათ დამეთანხმებით, რომ დღეს ოჯახებს უამრავი პრობლემა აქვთ [დაელოდე, გიპასუხოს]. ბევრმა არც კი იცის, რომ ბიბლიაში პრაქტიკული რჩევებია მოცემული. მინდა წაგიკითხოთ ერთი მუხლი [წაიკითხე ჟურნალში მოცემული რომელიმე მუხლი]. „გამოიღვიძეთ!“-ის ამ სპეციალურ ნომერში საუბარია, როგორ დაეხმარება ბიბლიური პრინციპების გამოყენება ოჯახებს, რომ წარმატებით გაართვან თავი სხვადასხვა პრობლემას».
საგუშაგო კოშკი 1 ნოემბერი
„თქვენი აზრით, ბიბლიაზეა დაფუძნებული ის, რასაც ეკლესიებში ასწავლიან?“ [დაელოდე, გიპასუხოს.] ბიბლია გვაფრთხილებს, რომ ცრუსწავლებებმა არ შეგვიყვანოს შეცდომაში [წაიკითხე კოლოსელების 2:8]. ამ სტატიაში მოყვანილია ექვსი ძირითადი სწავლება, რომლებიც ღვთის სიტყვას ეწინააღმდეგება“.
გამოიღვიძეთ! ნოემბერი
„დღეს ტელ ეფონისა და კომპიუტერის გარეშე ცხოვრება ბევრს ვერ წარმოუდგენია. თქვენი აზრით, ტექნიკის გამოყენება დროს გვიზოგავს თუ გვაკარგვინებს? [დაელოდე, გიპასუხოს.] უმრავლესობა ალბათ დაეთანხმება შემდეგ მუხლებში მოცემულ მოწოდებას, რომ დრო გონივრულად გამოვიყენოთ [წაიკითხე ეფესოელების 5:15, 16]. ამ ჟურნალში საუბარია იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია ტექნიკის გონივრულად და მიზანმიმართულად გამოყენება“.