როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 1 სექტემბერი
„ბევრის აზრით, ბიბლიაში ჩაწერილი ადამისა და ევას ამბავი მონაგონია. სხვებს კი სჯერათ, რომ ადამი და ევა ნამდვილად არსებობდნენ. თქვენ რას ფიქრობთ? [დაელოდე, გიპასუხოს.] ყურადღება მიაქციეთ, რა თქვა იესომ მათ შესახებ [წაიკითხე მარკოზის 10:6—9.] ეს სტატია საფუძვლიანად გვიხსნის, რომ ადამი და ევა რეალური პიროვნებები იყვნენ და გვიჩვენებს, რატომ არის აუცილებელი, დავიჯეროთ მათი არსებობა [უჩვენე სტატია, რომელიც მე-12 გვერდზე იწყება]“.
გამოიღვიძეთ! სექტემბერი
წაიკითხე 1 იოანეს 4:8 და უთხარი: „ზოგს სწამს, რომ ღმერთი ბოროტებს მარადიულად აწამებს ჯოჯოხეთის ცეცხლში. სხვებს კი მიაჩნიათ, რომ ასეთი სწავლება ეწინააღმდეგება იმას, რაც ამ მუხლში წავიკითხეთ. თქვენ რას ფიქრობთ? [დაელოდე, გიპასუხოს.] ეს სტატია გვიხსნის, რას ასწავლის ბიბლია ამ საკითხთან დაკავშირებით [შესთავაზე სტატია, რომელიც მე-10 გვერდზე იწყება]“.
საგუშაგო კოშკი 1 ოქტომბერი
„თითოეული ჩვენგანი ცხოვრებაში სირთულეებს ვხვდებით [მოიხსენიე თქვენს ტერიტორიაზე არსებული ზოგიერთი სირთულე]. როგორ ფიქრობთ, შეუძლია ღმერთს დაგვეხმაროს მათ გადალახვაში? [დაელოდე, გიპასუხოს.] ამ მუხლში იესო ყურადღებას ამახვილებს ერთ-ერთ საშუალებაზე, რითაც ღმერთი გვეხმარება [წაიკითხე ლუკას 11:13]. ამ ჟურნალში ახსნილია, რა არის წმინდა სული და როგორ შეუძლია მას დადებითად იმოქმედოს ჩვენს ცხოვრებაზე“.
გამოიღვიძეთ! ოქტომბერი
«პრობლემები ყველა ოჯახში იჩენს ხოლმე თავს. თქვენი აზრით, სად შეუძლიათ ოჯახებს სანდო და პრაქტიკული რჩევების მიღება? [დაელოდე, გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე ფსალმუნის 32:8.] „გამოიღვიძეთ!“-ის ამ სპეციალურ ნომერში მოცემულია ბიბლიური პრინციპები, რომელთა გამოყენებაც დაეხმარება ოჯახებს».