საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 1/10 გვ. 7
  • ნუღარ გადადებ!

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ნუღარ გადადებ!
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2010
  • მსგავსი მასალა
  • მომავლისთვის ხომ არ დებთ?
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2008
  • იცი, როგორ მოიქცე, თუ სასწრაფო სამედიცინო დახმარება დაგჭირდა?
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2012
  • იცი, რომელი ალტერნატიული საშუალება გამოიყენო?
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2009
  • იცი, რომელი ალტერნატიული საშუალება გამოიყენო?
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2011
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 2010
km 1/10 გვ. 7

ნუღარ გადადებ!

რას? სამედიცინო მინდობილობის შევსებას, რომელიც მონათლულ მოწმეებს ეძლევათ. რადგან ‘არ იცი, რას მოგიტანს ხვალინდელი დღე’, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წინასწარ გადაწყვიტო და ბლანკში მიუთითო, რა სახის მკურნალობასა და სამედიცინო პროცედურებს ირჩევთ, თუ სასწრაფო სამედიცინო დახმარება დაგჭირდებათ (იაკ. 4:14; საქ. 15:28, 29). სწორედ ამ მიზნისთვის გამოიცა ვიდეოფილმი „უსისხლო ქირურგია — მკურნალობა და პაციენტის უფლებების დაცვა“ (რუს.). უყურე ამ ვიდეოფილმს, შემდეგ ილოცე და ქვემოთ მოცემული კითხვების დახმარებით გაიმეორე, რაც დაიმახსოვრე (შენიშვნა: ფილმი შეიცავს ქირურგიული ოპერაციის ამსახველ მოკლე კადრებს, ამიტომ მშობლებს გონიერების გამოვლენა მართებთ იმის გადასაწყვეტად, უყურონ თუ არა მას ბავშვებთან ერთად).

1) რატომ დაიწყო მედიცინის ზოგმა მუშაკმა სისხლის გადასხმის გამოყენების გადასინჯვა? 2) მოიყვანეთ რთული ოპერაციების სამი შემთხვევა, რომლებიც შეიძლება სისხლის გადასხმის გარეშე გაკეთდეს. 3) მსოფლიოს მასშტაბით რამდენმა ქირურგმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ გააკეთებენ ოპერაციებს სისხლის გადასხმის გარეშე? რატომ იქცევიან ისინი ასე? 4) რა გამოვლინდა ბოლო დროს ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევების შედეგად სისხლის გამოყენებასთან დაკავშირებით? 5) რა რისკ-ფაქტორებთან არის დაკავშირებული სისხლის გადასხმა? 6) რა დასკვნამდე მივიდა მრავალი სპეციალისტი სისხლის გადასხმის ალტერნატიულ საშუალებებთან დაკავშირებით? 7) რა იწვევს ანემიას? რა დონის ანემიის ატანა შეუძლია ადამიანის ორგანიზმს? რის გაკეთება შეიძლება ამ დროს? 8) როგორ შეიძლება სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნის სტიმულირება? 9) რომელ მეთოდებს იყენებენ ოპერაციის დროს სისხლის დანაკარგის შესამცირებლად? 10) ეფექტურია სისხლის გადასხმის ალტერნატიული საშუალებები პატარა ბავშვებისთვის ან მათთვის, ვის სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრება? 11) რომელია ერთ-ერთი ძირითადი ეთიკური პრინციპი კარგი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად? 12) რატომ არის მნიშვნელოვანი ქრისტიანებისთვის, წინასწარ იცოდნენ, რომელი ალტერნატიული საშუალებებით იმკურნალებენ? როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება?

თითოეულმა ბიბლიით განსწავლული სინდისის საფუძველზე პირადად უნდა გადაწყვიტოს, დათანხმდება თუ არა ფილმში აღწერილ მკურნალობის მეთოდებს. უკვე გადაწყვიტე, სისხლის გადასხმის რომელი ალტერნატიული საშუალებებია თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის მისაღები? შეავსე სამედიცინო მინდობილობა? დამატებითი ინფორმაციისთვის იხილე წიგნი „ღვთის სიყვარული“, თავი მე-7 და მასში მითითებული წყაროები. იხილე აგრეთვე 2006 წლის ნოემბრის „ჩვენი სამეფო მსახურების“ დანართი „როგორ მოვიქცე იმ შემთხვევაში, თუ საქმე სისხლის ფრაქციების გადასხმამდე ან მკურნალობის მიზნით ჩემივე სისხლის გამოყენებამდე მივა?“. შენი არჩევანი გასაგებად დააფიქსირე სამედიცინო მინდობილობაში. შენი წარმომადგენლები, რომელთა სახელები და გვარები შენს სამედიცინო მინდობილობაში გაქვს ჩაწერილი, აგრეთვე ოჯახის ის წევრები, რომლებიც იეჰოვას მოწმეები არ არიან, სრულად უნდა იყვნენ ინფორმირებულნი შენი გადაწყვეტილებისა და იმის შესახებ, თუ რატომ მიიღე ასეთი გადაწყვეტილება.

[ჩარჩო 7 გვერდზე]

• უკვე გადაწყვიტე, სისხლის გადასხმის რომელი ალტერნატიული საშუალებებია თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის მისაღები?

• ყოველთვის თან დაგაქვს სრულად შევსებული სამედიცინო მინდობილობა?

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება