იცი, რომელი ალტერნატიული საშუალება გამოიყენო?
მთელ მსოფლიოში უფრო და უფრო იზრდება ისეთი საავადმყოფოების რიცხვი, სადაც ოპერაციებს სისხლის გადასხმის გარეშე აკეთებენ. კარგად იცი, რა ალტერნატიული საშუალებებია ხელმისაწვდომი უსისხლო მედიცინის დარგში? ამის ცოდნა ნამდვილად მნიშვნელოვანია, რათა უსისხლო მკურნალობისა და ქირურგიული ჩარევის დროს შესაბამისი არჩევანი გააკეთო. უყურე ფილმს „არავითარი სისხლი — მედიცინა გამოსავალს პოულობს“. შემდეგ ილოცე და ქვემოთ მოცემული კითხვების დახმარებით ნასწავლი გაიმეორე (შენიშვნა: ფილმი შეიცავს ქირურგიული ოპერაციის ამსახველ მოკლე კადრებს, ამიტომ მშობლებს გონიერების გამოვლენა მართებთ იმის გადასაწყვეტად, უყურონ თუ არა მას პატარა ბავშვებთან ერთად).
1) რომელი ძირითადი მიზეზის გამო ამბობენ იეჰოვას მოწმეები უარს სისხლის გადასხმაზე? 2) რა არის ჩვენი სურვილი მკურნალობასთან დაკავშირებით? 3) რა ძირითადი უფლება აქვთ პაციენტებს? 4) რატომ არის გონივრული, რომ სისხლის გადასხმის ნაცვლად ალტერნატიულ საშუალებებს მივმართოთ? 5) სისხლის დიდი რაოდენობით დაკარგვისას რა ორ ზომას მიმართავენ ექიმები დაუყოვნებლივ? 6) სისხლის გადასხმის რომელ ოთხ ალტერნატიულ მეთოდს იყენებენ ექიმები? 7) როგორ შეუძლიათ ექიმებს: ა) სისხლის დანაკარგის მაქსიმალურად შემცირება? ბ) სისხლის წითელი უჯრედების შენარჩუნება? გ) სისხლის წარმოქმნის სტიმულირება? და დ) დაკარგული სისხლის აღდგენა? 8) აღწერეთ ა) ჰემოდილუციისა და ბ) სისხლის დაზოგვის პროცედურები. 9) რა უნდა იცოდეთ სისხლის გადასხმის ნებისმიერი ალტერნატიული საშუალების შესახებ? 10) შეიძლება თუ არა სერიოზული და რთული ქირურგიული ოპერაციების გაკეთება სისხლის გადასხმის გარეშე? 11) რა დადებითი ძვრები შეინიშნება მედიცინის სფეროში?
თითოეულმა ბიბლიით განსწავლული სინდისის საფუძველზე პირადად უნდა გადაწყვიტოს, დათანხმდება თუ არა ფილმში აღწერილი მკურნალობის რომელიმე მეთოდს. უკვე გადაწყვიტეთ, სისხლის გადასხმის რომელი ალტერნატიული საშუალებებია თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის მისაღები და შეავსეთ სამედიცინო მინდობილობა? ამ საკითხებთან დაკავშირებით სრული ინფორმაციის მისაღებად წაიკითხეთ „მკითხველთა შეკითხვები“ 2004 წლის 15 ივნისისა და 2000 წლის 15 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკში“. შემდეგ იმის გადასაწყვეტად, თუ რაზე ხართ თანახმა და რაზე — არა, გამოიყენეთ 2006 წლის ნოემბრის „ჩვენი სამეფო მსახურების დანართი „როგორ მოვიქცე იმ შემთხვევაში, თუ საქმე სისხლის ფრაქციების გადასხმამდე ან მკურნალობის მიზნით ჩემივე სისხლის გამოყენებამდე მივა?“. შემდეგ თქვენი არჩევანი გარკვევით დააფიქსირეთ სამედიცინო მინდობილობის ბარათში. თქვენი წარმომადგენლები სამედიცინო მომსახურების აღმოჩენის საკითხებში, აგრეთვე ოჯახის ის წევრები, რომლებიც იეჰოვას მოწმეები არ არიან, სრულად უნდა იყვნენ ინფორმირებულნი თქვენი გადაწყვეტილებისა და იმის შესახებ, თუ რატომ მიიღეთ ასეთი გადაწყვეტილება.
[Box on page 3]
• გადაწყვიტეთ, სისხლის გადასხმის რომელი ალტერნატიული საშუალებებია თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის მისაღები?
• ყოველთვის თან გაქვთ სრულად შევსებული სამედიცინო მინდობილობა?