მომავლისთვის ხომ არ დებთ?
მომავლისთვის ხომ არ დებთ? რას? სამედიცინო მინდობილობის შევსებას, რომელიც მონათლულ მოწმეებს ეძლევათ. რადგანაც „არ იცით, რას მოგიტანთ ხვალინდელი დღე“, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წინასწარ გადაწყვიტოთ და ბლანკში მიუთითოთ, რა სახის მკურნალობასა და სამედიცინო პროცედურებს ირჩევთ, თუ სასწრაფო სამედიცინო დახმარება დაგჭირდებათ (იაკ. 4:14; საქ. 15:28, 29). სწორედ ამ მიზნისთვის გამოიცა ვიდეოფილმი „უსისხლო ქირურგია — მკურნალობა და პაციენტის უფლებების დაცვა“ (რუს.). უყურეთ ამ ვიდეოფილმს, შემდეგ ილოცეთ და ქვემოთ მოცემული კითხვების დახმარებით გაიმეორეთ, რაც დაიმახსოვრეთ (შენიშვნა: ფილმი შეიცავს ქირურგიული ოპერაციის ამსახველ მოკლე კადრებს, ამიტომ მშობლებს გონიერების გამოვლენა მართებთ იმის გადასაწყვეტად, უყურონ თუ არა მას ბავშვებთან ერთად).
1) რატომ დაიწყო მედიცინის ზოგმა მუშაკმა სისხლის გადასხმის გამოყენების გადასინჯვა? 2) მოიყვანეთ რთული ოპერაციების სამი შემთხვევა, რომლებიც შეიძლება სისხლის გადასხმის გარეშე გაკეთდეს. 3) მსოფლიოს მასშტაბით რამდენმა ქირურგმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ გააკეთებენ ოპერაციებს სისხლის გადასხმის გარეშე? რატომ იქცევიან ისინი ასე? 4) რა გამოვლინდა ბოლო დროს ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევების შედეგად სისხლის გამოყენებასთან დაკავშირებით? 5) რა რისკ-ფაქტორებთან არის დაკავშირებული სისხლის გადასხმა? 6) რა დასკვნამდე მივიდა მრავალი სპეციალისტი სისხლის გადასხმის ალტერნატიულ საშუალებებთან დაკავშირებით? 7) რა იწვევს ანემიას? რა დონის ანემიის ატანა შეუძლია ადამიანის ორგანიზმს? რის გაკეთება შეიძლება ამ დროს? 8) როგორ შეიძლება სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნის სტიმულირება? 9) რომელ მეთოდებს იყენებენ ოპერაციის დროს სისხლის დანაკარგის შესამცირებლად? 10) ეფექტურია სისხლის გადასხმის ალტერნატიული საშუალებები პატარა ბავშვებისთვის ან მათთვის, ვის სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრება? 11) რომელია ერთ-ერთი ძირითადი ეთიკური პრინციპი კარგი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად? 12) რატომ არის მნიშვნელოვანი ქრისტიანებისთვის, წინასწარ იცოდნენ, რომელი ალტერნატიული საშუალებებით იმკურნალებენ? როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება?
თითოეულმა ბიბლიით განსწავლული სინდისის საფუძველზე პირადად უნდა გადაწყვიტოს, დათანხმდება თუ არა ფილმში აღწერილ მკურნალობის მეთოდებს. უკვე გადაწყვიტეთ, სისხლის გადასხმის რომელი ალტერნატიული საშუალებებია თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის მისაღები? (იხილეთ 2004 წლის 15 ივნისისა და 2000 წლის 15 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკში“ რუბრიკა „მკითხველთა შეკითხვები“. ასევე 2006 წლის ნოემბრის „ჩვენი სამეფო მსახურების“ დანართი „როგორ მოვიქცე იმ შემთხვევაში, თუ საქმე სისხლის ფრაქციების გადასხმამდე ან მკურნალობის მიზნით ჩემივე სისხლის გამოყენებამდე მივა?“). ოჯახის ის წევრები, რომლებიც იეჰოვას მოწმეები არ არიან, სრულად უნდა იყვნენ ინფორმირებულნი თქვენი გადაწყვეტილებისა და იმის შესახებ, თუ რატომ მიიღეთ ასეთი გადაწყვეტილება.