გახსენების საღამოს მოსაწვევებს მთელ მსოფლიოში გავავრცელებთ!
1. რა სპეციალური კამპანია ჩატარდება მთელ მსოფლიოში გახსენების საღამოს წინ?
1 „ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად“ (ლუკ. 22:19). იეჰოვას თაყვანისმცემლები ვემორჩილებით იესოს ამ მითითებას და დაინტერესებულებთან ერთად 2010 წლის 30 მარტს აღვნიშნავთ იესოს სიკვდილის გახსენების საღამოს. 13 მარტიდან 30 მარტამდე გავავრცელებთ სპეციალურ მოსაწვევებს გახსენების საღამოსთვის.
2. როგორ შევთავაზოთ მოსაწვევი?
2 მოსაწვევის შეთავაზება: მიაწოდე მობინადრეს მოსაწვევი, რომ გარეკანი ნახოს, შემდეგ უთხარი: „30 მარტს, საღამოს, მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი შეიკრიბება იესოს სიკვდილის გახსენების საღამოს აღსანიშნავად. თქვენთან ამ მოსაწვევის მოსატანად მოვედი. შეგიძლიათ ოჯახის წევრები და მეგობრები წამოიყვანოთ“. უთხარი, სად და როდის ჩატარდება ეს საღამო. სიტუაციიდან გამომდინარე, შეგიძლია წაუკითხო ლუკას 22:19 და უთხრა, რომ ბიბლიის თანახმად, ამ მოვლენის აღნიშვნა მოგვეთხოვება. უკეთესი იქნება, თუ მოკლე შეთავაზებას გააკეთებ, რათა ყველასთან მოასწრო მისვლა.
3. ვინ უნდა დავპატიჟოთ გახსენების საღამოზე?
3 თუ თქვენს კრებას დიდი ტერიტორია აქვს, უხუცესებმა შეიძლება გადაწყვიტონ, რომ ვინც პირველ მონახულებაზევე სახლში არ დაგხვდებათ, კართან დაუტოვოთ მოსაწვევი. თუ მართებული იქნება, მოსაწვევთან ერთად ჟურნალებიც შესთავაზე. გახსენების საღამოზე დაპატიჟე ისინი, ვისაც განმეორებით ინახულებ, აგრეთვე ბიბლიის შემსწავლელები, თანამშრომლები, თანაკლასელები, ნათესავები, მეზობლები და სხვა ნაცნობები.
4. რის გაკეთებისკენ აღგვძრავს იეჰოვასადმი მადლიერება?
4 სრულად მიიღე მონაწილეობა: გახსენების საღამოს პერიოდი შესანიშნავი დროა მსახურების გასაფართოებლად. შეგიძლია გეგმები ისე შეცვალო, რომ დამხმარე პიონერად იმსახურო? თუ შენი შვილები ან ბიბლიის შემსწავლელები სულიერად წინ მიიწევენ, დაელაპარაკე კრების უხუცესებს, რომ ნახონ, შეესაბამებიან თუ არა ისინი მოუნათლავ მაუწყებლად მსახურების მოთხოვნებს, რათა ამ სპეციალურ კამპანიაში მიიღონ მონაწილეობა. იეჰოვამ სიყვარულით გაიღო ჩვენთვის გამოსასყიდი, ამიტომ მადლიერება აღგვძრავს, რომ არა მხოლოდ ჩვენ დავესწროთ ქრისტეს გახსენების საღამოს, არამედ რაც შეიძლება მეტი დავპატიჟოთ მასზე (იოან. 3:16).