გახსენების საღამოზე მოწვევის სპეციალური კამპანია 17 მარტს იწყება
1. რა კამპანია იწყება 17 მარტს?
1 ყოველწლიურად გახსენების საღამოს აღნიშვნით იესოს „სიკვდილს ვაუწყებთ“ (1 კორ. 11:26). ამიტომ გვინდა, სხვებიც დაესწრონ ამ შეხვედრას და მოისმინონ იეჰოვას მიერ სიყვარულით გაღებული გამოსასყიდის შესახებ (იოან. 3:16). წელს გახსენების საღამოზე მოწვევის კამპანია დაიწყება შაბათს, 17 მარტს. აპირებთ, მაქსიმალურად მიიღოთ მონაწილეობა ამ კამპანიაში?
2. როგორ შევთავაზოთ მოსაწვევი?
2 რა შეგვეძლო გვეთქვა. საუკეთესო იქნებოდა მოკლე შეთავაზების გაკეთება. შეგვეძლო გვეთქვა: „გამარჯობა. გვინდა თქვენს ოჯახს გადმოგცეთ ეს მოსაწვევი მნიშვნელოვან ყოველწლიურ ღონისძიებაზე, რომელიც მთელ მსოფლიოში 5 აპრილს ჩატარდება. დასწრება უფასოა. წარმოთქმული იქნება ბიბლიური მოხსენება, რომელშიც განიმარტება, რატომ მოკვდა იესო და რას აკეთებს ის ახლა. აქ მოცემულია შეხვედრის ჩატარების დრო და ადგილი“. შაბათ-კვირას მოსაწვევის გავრცელებისას, თუ მდგომარეობა ნებას გვრთავს, შეგვიძლია შევთავაზოთ ჟურნალებიც.
3. როგორ შეგვიძლია დავპატიჟოთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი?
3 დაპატიჟე რაც შეიძლება მეტი ადამიანი. ჩვენი მიზანია, დავპატიჟოთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი. მოიწვიეთ ბიბლიის შემსწავლელები, ისინი, ვისაც განმეორებით აკითხავთ, ნათესავები, თანამშრომლები, თანაკლასელები, მეზობლები და სხვა ნაცნობები. ადგილობრივი უხუცესები მოგცემენ მითითებას, როგორ შეგიძლიათ გაავრცელოთ მოსაწვევები უბანზე. გახსენების საღამოზე ხალხის მოწვევის ყოველწლიურ კამპანიას კარგი შედეგები მოაქვს. გასულ წელს ერთ ქალბატონს, რომელიც გახსენების საღამოზე მოვიდა, მომწესრიგებელმა შესთავაზა, დახმარებოდა იმ მაუწყებლის პოვნაში, რომელმაც დაპატიჟა. მაგრამ ქალმა უთხრა, რომ ის აქ არავის იცნობდა. მოსაწვევი კი ვიღაცამ იმ დღეს მიუტანა სახლში.
4. რატომ უნდა მივიღოთ კამპანიაში გულმოდგინედ მონაწილეობა?
4 გახსენების საღამოზე შეიძლება მოვიდეს ისეთი ადამიანი, რომელსაც პირადად შენ დაუტოვე მოსაწვევი. იმის მიუხედავად, გამოგეხმაურება ვინმე თუ არა, შენი გულმოდგინებით მაინც ამოწმებ ღვთის შესახებ. მოსაწვევში აღნიშნულია, რომ იესო ძლევამოსილი მეფეა. შენი გულმოდგინე მსახურება ყველას — შენს უბანზე მცხოვრებლებს, თანაქრისტიანებსა და, რაც მთავარია, იეჰოვას — აჩვენებს, რომ ძალიან აფასებ ძვირფას ძღვენს, გამოსასყიდს (კოლ. 3:15).