როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 1 აგვისტო
„თქვენი აზრით, რა სჭირდება ადამიანს ბედნიერებისთვის? [დაელოდე, გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე მათეს 5:3.] ეს ბედნიერების შესახებ იესოს გამონათქვამებიდან მხოლოდ ერთი აზრია. ამ სტატიაში განხილულია, რისი სწავლა შეგვიძლია იესოსგან, რომ ნამდვილ ბედნიერებას მივაღწიოთ [შესთავაზე სტატია, რომელიც მე-16 გვერდზე იწყება]“.
გამოიღვიძეთ! აგვისტო
„დღეს მრავალი ფილმია გადაღებული დემონებზე, გრძნეულებსა და ჯადოქრებზე. როგორ ფიქრობთ, დემონები მართლა არსებობენ? [დაელოდე, გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე 1 კორინთელების 10:20.] ამ სტატიიდან გაიგებთ, რას ამბობს ბიბლია დემონებზე და როგორ შეგვიძლია მათგან თავის დაცვა [შესთავაზე სტატია, რომელიც მე-20 გვერდზე იწყება]“.
საგუშაგო კოშკი 1 სექტემბერი
მოიხსენიე ახალი ამბებიდან რაიმე, რაც თქვენს ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს აღელვებს და შემდეგ უთხარი: „გიფიქრიათ, რატომ სჩადის ხალხი ამდენ ბოროტებას? [დაელოდე, გიპასუხოს.] ბიბლია ბედნიერი მომავლის იმედს გვაძლევს [წაიკითხე 2 პეტრეს 3:13]. ამ ჟურნალში ახსნილია, რას ამბობს ბიბლია ბოროტების მიზეზებზე და როგორ აღმოფხვრის ღმერთი მალე ბოროტებას“.
გამოიღვიძეთ! აგვისტო
„დღეს მსოფლიოში ბევრი ადამიანი გრძნობს თავს მარტოდ. თქვენი აზრით, რა იწვევს მარტოობის გრძნობას? [დაელოდე, გიპასუხოს.] ბიბლიაში მოცემულია რჩევა, თუ როგორ შეგვიძლია გავუმკლავდეთ მარტოობის გრძნობას [წაიკითხე საქმეების 20:35]. ამ ჟურნალში განხილულია სხვა პრაქტიკული რჩევები ბიბლიიდან“.