როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 1 ივლისი
„ბევრ ჩვენგანს უჭირს რაიმეს თქმა მეგობრისთვის, რომელსაც სერიოზული დაავადება ან უკურნებელი სენი სჭირს. რას ფიქრობთ ამ რჩევაზე? [წაიკითხე იაკობის 1:19 და დაელოდე, გიპასუხოს.] ამ სტატიაში მოცემულია ბიბლიურ პრინციპებზე დაფუძნებული რამდენიმე პრაქტიკული რჩევა [შესთავაზე სტატია, რომელიც მე-10 გვერდზე იწყება]“.
გამოიღვიძეთ! ივლისი
„არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობის გამო ბევრი სამუშაოს კარგავს. რა უნდა გავაკეთოთ, თუ ძალიან მცირე შემოსავალი გვაქვს? [დაელოდე, გიპასუხოს.] ასეთ სიტუაციაში საჭიროა ყველაფრის კარგად დაგეგმვა. ნახეთ, რა თქვა ამის შესახებ იესომ [წაიკითხე ლუკას 14:28]. ამ სტატიაში მოცემულია პრაქტიკული რჩევები, თუ როგორ ვარჩინოთ საკუთარი თავი თუ ოჯახი [შესთავაზე სტატია, რომელიც მე-6 გვერდზე იწყება]“.
საგუშაგო კოშკი 1 აგვისტო
„ბევრს ეშინია, რომ ატომური ომი ან კლიმატური ცვლილებები გაანადგურებს დედამიწას. როგორ ფიქრობთ, მოხდება ასეთი რამ ოდესმე? [დაელოდე, გიპასუხოს.] ნახეთ, რას ამბობს ბიბლია ამ საკითხზე [წაიკითხე გამოცხადების 11:18]. ამ ჟურნალში პასუხი ეცემა ქვეყნიერების აღსასრულის შესახებ ოთხ გავრცელებულ კითხვას“.
გამოიღვიძეთ! აგვისტო
„ალბათ, იეჰოვას მოწმეები ადრეც მოსულან თქვენთან. დაინტერესებულხართ ოდესმე, რატომ დავდივართ კარდაკარ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არ გვისმენს? [დაელოდე, გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე მათეს 24:14.] ბევრს არასწორი წარმოდგენა აქვს ჩვენზე. ამ ჟურნალში ახსნილია, ვინ არიან იეჰოვას მოწმეები“.