სამქადაგებლო მსახურების შეხვედრებზე მეტად აღარ განვიხილავთ ყოველდღიურ მუხლს
აქამდე, მსახურების შეხვედრებზე შეიძლებოდა მოკლედ განხილულიყო ყოველდღიური მუხლი, თუ ის მსახურებას უკავშირდებოდა. ამასთან დაკავშირებით მოხდა ცვლილება. ბროშურა „წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა“ მეტად აღარ უნდა განიხილებოდეს მსახურების შეხვედრებზე. როგორც ადრე, ჩამტარებელს კვლავაც შეუძლია გამოიყენოს ბიბლია, „ჩვენი სამეფო მსახურება“, „თეოკრატიული მსახურების სკოლის“ წიგნი, „მსჯელობა“ და მსახურებასთან დაკავშირებული სხვა მასალა. შეხვედრის ჩამტარებელმა უნდა მოამზადოს პრაქტიკული მასალა მათ დასახმარებლად, ვინც იმ დღეს მსახურებაში გადის. შეხვედრის ხანგრძლივობა კვლავაც 10-15 წუთი უნდა იყოს და თუ ის კრების შემდეგ ტარდება, უფრო ნაკლები დრო უნდა დაეთმოს.