როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 1 მარტი
„იესოს შესახებ ურთიერთგამომრიცხავი შეხედულებები არსებობს. თქვენი აზრით, ის ღვთის ძე იყო თუ მხოლოდ კარგი ადამიანი?“ [დაელოდე, გიპასუხოს. ერთად წაიკითხეთ მე-16, 17 გვერდებზე მსხვილი შრიფტით მოცემული კითხვები და ერთ-ერთი მითითებული ბიბლიური ციტატა. შესთავაზე ჟურნალები და შეთანხმდით განმეორებით მონახულებაზე, რათა პასუხი გასცეთ მომდევნო კითხვას].
გამოიღვიძეთ! მარტი
ახალგაზრდას აჩვენე 26-ე გვერდზე მოცემული სტატია. ყურადღება გაუმახვილე პირველ ქვესათაურზე და ჰკითხე: „როგორ ფიქრობ, ეს სიტყვები სწორია თუ არა? [დაელოდე, გიპასუხოს. შემდეგ წაუკითხე 2 კორინთელების 7:1.] ამ სტატიაში ყველაფერია, რაც უნდა იცოდე მოწევის შესახებ. აგრეთვე ისიც, თუ როგორ დაანებო სიგარეტს თავი“.
საგუშაგო კოშკი 1 აპრილი
„ადამიანებს სხვადასხვანაირად სწამთ იესო. როგორ ფიქრობთ, მნიშვნელოვანია იესოს შესახებ სიმართლე ვიცოდეთ? [დაელოდე, გიპასუხოს. შემდეგ წაუკითხე იოანეს 17:3.] ამ ჟურნალში ახსნილია, რას ამბობს ბიბლია იესოს შესახებ — საიდან იყო, როგორ ცხოვრობდა და რატომ მოკვდა“.
გამოიღვიძეთ! აპრილი
„ალბათ, დამეთანხმებით, რომ ყველაზე რთული გადასატანი საყვარელი ადამიანის დაკარგვაა. [დაელოდე, გიპასუხოს.] ბევრისთვის ეს რჩევა აღმოჩნდა დამხმარე [წაუკითხე ფსალმუნის 55:22.] ამ ჟურნალში მოცემულია რამდენიმე პრაქტიკული რჩევა, როგორ გაუმკლავდეს ადამიანი მწუხარებას. ასევე ახსნილია, როგორ შეიძლება ჩვენი ტვირთის ღვთისთვის მინდობა“.