შეთავაზების ნიმუშები
სექტემბრის პირველ შაბათს ბიბლიის შესწავლების დაწყება
„სხვადასხვა ეროვნებისა და რწმენის ადამიანები ყოველდღე ლოცულობენ. როგორ ფიქრობთ, ისმენს ღმერთი ყველა ლოცვას და პასუხობს მათზე?“ [დაელოდე, გიპასუხოს.] მიეცი 1 სექტემბრის „საგუშაგო კოშკი“ და ერთად განიხილეთ მე-16 გვერდზე მოცემული პირველი ქვესათაური. შემდეგ წაიკითხე ამავე ქვესათაურში მოყვანილი ერთი მუხლი მაინც. შესთავაზე ჟურნალები და უთხარი, რომ შემდეგში მომდევნო კითხვაზე გასცემ პასუხს.
საგუშაგო კოშკი 1 სექტემბერი
აჩვენე ჟურნალის გარეკანი და ჰკითხე: „როგორ უპასუხებდით ამ კითხვას?“ [დაელოდე, გიპასუხოს.] ყურადღება მიაქციეთ, რას ამბობს ბიბლია. [წაიკითხე 1 იოანე 5:19.] ამ მუხლის თანახმად, „ბოროტი“, ანუ ეშმაკი, მართავს ქვეყნიერებას. მაგრამ მაშინ იბადება კითხვები: საიდან გაჩნდა ეშმაკი? მართლა არსებობს ის? რამდენ ხანს მისცემს ღმერთი მას მმართველობის უფლებას? ამ ჟურნალში მოცემულია ბიბლიური პასუხები“.
გამოიღვიძეთ! სექტემბერი
დღეს ბევრს აწუხებს ფულთან დაკავშირებული პრობლემები. როგორ ფიქრობთ, რატომ არის ასე რთული თვიდან თვემდე თავის გატანა? [დაელოდე, გიპასუხოს.] ბიბლიაში მოცემულია გონივრული რჩევები, რომლებიც მრავალს დაეხმარა თანხის სწორად განაწილებაში. [წაიკითხე მე-8, 9 გვერდებზე მოცემული მუხლებიდან ერთ-ერთი.] ამ ჟურნალში მოცემულია პრაქტიკული რჩევები მათთვის, ვისაც ვალები აქვს“.