შეთავაზების ნიმუშები
სექტემბრის პირველ შაბათს ბიბლიის შესწავლების დაწყება
„ბევრს სჯერა, რომ ერთ დღესაც ღმერთი ადამიანებს თავიანთი საქმეებისამებრ გაასამართლებს. როგორ ფიქრობთ, განკითხვის დღეს შიშით უნდა ველოდოთ თუ სიხარულით? [დაელოდე, გიპასუხოს.] ნახეთ, აქ რა წერია“. მობინადრეს მიეცი 1 სექტემბრის „საგუშაგო კოშკი“ და ერთად განიხილეთ მე-16 გვერდზე, პირველ ქვესათაურში მოცემული ინფორმაცია. წაიკითხე ამავე ქვესათაურში მოყვანილი ერთი მუხლი მაინც და უთხარი, რომ შემდეგში მომდევნო კითხვაზე გასცემ პასუხს.
საგუშაგო კოშკი 1 სექტემბერი
„მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ქალები დისკრიმინაციას განიცდიან და მათ ცუდად ეპყრობიან. სამწუხაროდ, ასეთ დამოკიდებულებას ზოგიერთი რელიგიური წეს-ჩვეულებაც უწყობს ხელს. თქვენი აზრით, აღელვებს ღმერთს ქალების მდგომარეობა? [დაელოდე, გიპასუხოს.] ყურადღება მიაქციეთ, რას ურჩევს ბიბლია ქმრებს, თუ როგორ უნდა მოეპყრონ ისინი ცოლებს. [წაიკითხე ეფესოელების 5:28, 29] ამ ჟურნალში ნაჩვენებია, თუ რამდენად აფასებს ღმერთი ქალებს“.
გამოიღვიძეთ! სექტემბერი
„ბევრი ამბობს, რომ ერთ დღესაც დედამიწაზე სიცოცხლე მოისპობა ბირთვული ომის, ასტეროიდის ჩამოვარდნის ან კლიმატის გლობალური ცვლილებების შედეგად. როგორ ფიქრობთ, მართლა უნდა ველოდოთ განკითხვის დღეს, თუ ეს უბრალოდ ადამიანთა ფანტაზიის ნაყოფია? [დაელოდე, გიპასუხოს.] ნახეთ, რა კარგ რამეს გვპირდება ბიბლია. [წაიკითხე ფსალმუნის 37:29] ამ ჟურნალში მოცემულია ზოგიერთი გავრცელებული თვალსაზრისი განკითხვის დღესთან დაკავშირებით. აგრეთვე ნაჩვენებია, თუ როგორ მომავალს გვპირდება ბიბლია“.