შეკითხვების ყუთი
◼ როგორ განვსაზღვროთ, მივცეთ თუ არა ადამიანს ლიტერატურა?
ამის განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორი ის არის, ავლენს თუ არა ადამიანი ინტერესს. ნამდვილი ინტერესის გამოვლენის შემთხვევაში შეგვიძლია დავუტოვოთ ორი ჟურნალი, ბროშურა, წიგნი ან ნებისმიერი სხვა გასავრცელებელი ლიტერატურა. ეს იმ შემთხვევაშიც უნდა გავაკეთოთ, თუ ვატყობთ, რომ მობინადრეს მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობისთვის შესაწირად თანხა ძალიან ცოტა ან სულ არ აქვს (იობ. 34:19; გამოცხ. 22:17). მეორეს მხრივ, ჩვენი ძვირფასი ლიტერატურა არ უნდა დავუტოვოთ მათ, ვინც არ აფასებს მას (მათ. 7:6).
როგორ განვსაზღვროთ, ავლენს თუ არა მობინადრე ინტერესს? ერთ-ერთი განმსაზღვრელი ის არის, რომ მობინადრეს საუბრის სურვილი აქვს. ის ყურადღებით გვისმენს, კითხვებზე გვპასუხობს და მსჯელობისას საკუთარ აზრს გამოთქვამს. თუ მობინადრე თვალს ადევნებს ბიბლიას, როდესაც მუხლს ვუკითხავთ, ამით ცხადყოფს, რომ აფასებს ღვთის სიტყვას. ხშირად კარგი იქნებოდა გვეკითხა, წაიკითხავს თუ არა ლიტერატურას, რომელსაც ვთავაზობთ. მაუწყებლებს მართებთ განსჯის უნარის გამოყენება, რათა განსაზღვრონ, ავლენს თუ არა ადამიანი ინტერესს. მაგალითად, ქუჩაში ქადაგებისას მიზანშეწონილი არ არის განურჩევლად ყველა გამვლელს მივცეთ ჟურნალები, ბროშურები ან წიგნები. თუ გიჭირთ იმის განსაზღვრა, ავლენს თუ არა ადამიანი ინტერესს, მიეცით მოსაწვევი ბარათი ან ტრაქტატი.
რამდენ ლიტერატურას აიღებს მაუწყებელი დამოკიდებული არ უნდა იყოს იმაზე, თუ რამდენი შესაწირავის გაღება შეუძლია მას, არამედ იმაზე, თუ რამდენი პუბლიკაცია სჭირდება მსახურებაში. შესაწირავებს ვწირავთ მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობის ყველა სფეროს მხარდასაჭერად და არა მხოლოდ ლიტერატურის საფასურის დასაფარავად. ჩვენი ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, მადლიერება აღგვძრავს, სამეფო ინტერესების მხარდასაჭერად შესაწირავი გავიღოთ უხვად ჩვენი სურვილიდან გამომდინარე და არა ის, რაც „ზედმეტი“ გვაქვს (მარ. 12:41—44; 2 კორ. 9:7). ეს აგრეთვე აღგვძრავს, ავიღოთ მხოლოდ იმდენი ლიტერატურა, რამდენიც გვჭირდება, და ამგვარად, არ გავფლანგოთ ჩვენი ორგანიზაციის რესურსები.
[ჩანართი 2 გვერდზე]
მაუწყებლებს მართებთ განსჯის უნარის გამოყენება, რათა განსაზღვრონ, ავლენს თუ არა ადამიანი ინტერესს