ვისიამოვნოთ სამეფო სიმღერებით
ღვთის მსახურები მუსიკას იეჰოვასგან ბოძებულ მშვენიერ ძღვნად მიიჩნევენ (იაკ. 1:17). ბევრ კრებაში „სამეფო სიმღერებს“ დაბალ ხმაზე რთავენ შეხვედრის დაწყებამდე და დამთავრების შემდეგ. ასეთი მუსიკა სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის. ის გვეხმარება განვეწყოთ თაყვანისცემისთვის. გარდა ამისა, ჩვენი ახალი სიმღერების წიგნიდან მუსიკის მოსმენა დაგვეხმარება, გავეცნოთ ამ მელოდიებს და სათანადოდ ვიმღეროთ სიმღერები. შეხვედრების შემდეგ ასეთი მუსიკა ხელს უწყობს დადებითი ატმოსფეროს შენარჩუნებას და ქმნის სასიამოვნო ფონს გამამხნევებელი ურთიერთობისთვის. ამიტომ უხუცესთა საბჭოებმა ორგანიზება უნდა გაუწიონ, რომ შეხვედრის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ ჩაირთოს მელოდიები დისკიდან „უმღერეთ იეჰოვას — ფორტეპიანოს თანხლებით“. მათ უნდა იზრუნონ იმაზე, რომ მუსიკამ და-ძმებს შორის ურთიერთობას ხელი არ შეუშალოს.