საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 6/12 გვ. 1
  • ქადაგების 12 მიზეზი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ქადაგების 12 მიზეზი
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2012
  • მსგავსი მასალა
  • დააფასე მსახურების პატივი
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2011
  • ღვთისადმი სიყვარულს მსახურებით ვავლენთ
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2009
  • არ დაკარგოთ გულმოდგინება მსახურებაში!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2015
  • ‘ყურადღებით მოეკიდე მსახურებას, რომელიც უფალში მიიღე’
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2008
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 2012
km 6/12 გვ. 1

ქადაგების 12 მიზეზი

რატომ ვქადაგებთ სასიხარულო ცნობას და რატომ ვასწავლით ბიბლიას? იმიტომ ხომ არა, რომ დავეხმაროთ გულწრფელ ადამიანებს, დაადგნენ სიცოცხლისკენ მიმავალ გზას? (მათ. 7:14). ქვემოთ ჩამოთვლილი მიზეზებიდან ეს არის პირველი, მაგრამ არა უმთავრესი. თქვენი აზრით, აქ მოცემული 12 მიზეზიდან რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი?

1. ქადაგება ადამიანებს ეხმარება გადარჩენაში (იოან. 17:3).

2. ის ემსახურება ბოროტების გაფრთხილებას (ეზეკ. 3:18, 19).

3. ქადაგებით სრულდება ბიბლიური წინასწარმეტყველება (მათ. 24:14).

4. ქადაგებით ვლინდება ღვთის სამართლიანობა. ვერავინ დაადანაშაულებს იეჰოვას იმაში, რომ ბოროტებს განადგურებამდე მონანიების საშუალება არ მისცა (საქ. 17:30, 31; 1 ტიმ. 2:3, 4).

5. ქადაგებით ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას, რომ სულიერად დავეხმაროთ ადამიანებს, რომლებიც იესომ საკუთარი სისხლით შეიძინა (რომ. 1:14, 15).

6. ქადაგება შესაძლებლობას გვაძლევს, სუფთა ვიყოთ ყველას სისხლისგან (საქ. 20:26, 27).

7. ის აუცილებელი მოთხოვნაა ჩვენი ხსნისთვის (ეზეკ. 3:19; რომ. 10:9, 10).

8. ამით ვავლენთ მოყვასისადმი სიყვარულს (მათ. 22:39).

9. ქადაგებით ვაჩვენებთ, რომ ვემორჩილებით იეჰოვასა და მის ძეს (მათ. 28:19, 20).

10. ქადაგება ჩვენი თაყვანისმცემლობის ნაწილია (ებრ. 13:15).

11. ქადაგებით ვლინდება იეჰოვასადმი ჩვენი სიყვარული (1 იოან. 5:3).

12. ქადაგება ემსახურება იეჰოვას სახელის განწმენდას (ეს. 43:10—12; მათ. 6:9).

რა თქმა უნდა, მხოლოდ ამ მიზეზების გამო არ ვმსახურობთ. მაგალითად, ქადაგება გვიმტკიცებს რწმენას და გვაქვს განსაკუთრებული პატივი, ვიყოთ ღვთის თანამშრომლები (1 კორ. 3:9). მაგრამ ზემოხსენებული მიზეზებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი მე-12 მიზეზია. როგორც არ უნდა ეხმაურებოდეს ხალხი ჩვენს საქმიანობას, მსახურება ხელს უწყობს ღვთის სახელის განწმენდას და საშუალებას აძლევს იეჰოვას, პასუხი გასცეს თავის დამცინავს (იგავ. 27:11). მართლაც, კარგი მიზეზები გვაქვს დაუღალავად ვასწავლოთ და ვაუწყოთ სასიხარულო ცნობა (საქ. 5:42).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება