შეთავაზების ნიმუშები
აგვისტოს პირველ შაბათს ბიბლიის შესწავლების დაწყება
„დღეს ადამიანები ხშირად წარმოიდგენენ იესოს ისე, როგორიც ის 2 000 წლის წინ იყო, მაგალითად: ბაგაში მწოლიარე ჩვილს ან წამებით მოკლულ მამაკაცს. როგორ ფიქრობთ, რას აკეთებს იესო ახლა? [დაელოდე, გიპასუხოს.] ნახეთ, რა წერია აქ“. შემდეგ მობინადრეს მიეცი 1 აგვისტოს „საგუშაგო კოშკი“ და ერთად განიხილეთ მე-16 გვერდზე, პირველ ქვესათაურში მოცემული ინფორმაცია. წაიკითხე ამავე ქვესათაურში მოყვანილი ერთი მუხლი მაინც. შესთავაზე ჟურნალები და შეთანხმდით განმეორებით მონახულებაზე, რათა პასუხი გასცე მომდევნო კითხვას.
საგუშაგო კოშკი 1 აგვისტო
„ბევრს სჯერა სასწაულების, ზოგი კი ეჭვის თვალით უყურებს მათ. თქვენ რას ფიქრობთ, სასწაულები მართლა ხდება? [დაელოდე, გიპასუხოს.] დაპირება, რომ ეს სასწაული მომავალში მოხდება, მრავალ ადამიანს იმედს აძლევს. [წაიკითხე მე-9 და მე-10 გვერდებზე მოცემული ერთ-ერთი ბიბლიური მუხლი.] ეს ჟურნალი განიხილავს სასწაულებთან დაკავშირებულ სამ ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებას“.
გამოიღვიძეთ! აგვისტო
„დღეს მრავალს ეშინია, მარტო გავიდეს გარეთ, განსაკუთრებით შებინდების მერე. როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო, რომ მსოფლიოში ძალადობა შემცირდეს? [დაელოდე, გიპასუხოს.] ამ ჟურნალში საუბარია იმის შესახებ, თუ რის გაკეთება შეუძლია თითოეულ ჩვენგანს, რომ სხვებთან მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონდეს. მასში ასევე წერია, თუ როგორ შესრულდება ეს წინასწარმეტყველება“. წაიკითხე ფსალმუნის 72:7.