ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდი — სარგებლობის მომტანია ყველასთვის
იესომ დაგვავალა, რომ სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ ვიქადაგოთ „მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად“ (მათ. 24:14). იმისათვის, რომ ყოველმხრივ შევასრულოთ ჩვენი მსახურება, იეჰოვას მოწმეების სამი ვებ-გვერდი watchtower.org, jw-media.org და jw.org ახლა გაერთიანდა და შეიქმნა ერთი ოფიციალური ვებ-გვერდი jw.org (2 ტიმ. 4:5).
„მთელ მსოფლიოში“. მოსახლეობის დაახლოებით ერთი მესამედი იყენებს ინტერნეტს. ბევრისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, ის არის ინფორმაციის მიღების ძირითადი წყარო. ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით ინტერნეტ მომხმარებლები მიიღებენ სანდო პასუხებს ბიბლიურ კითხვებზე; აგრეთვე გაეცნობიან იეჰოვას ორგანიზაციას და შეძლებენ, ადვილად მოითხოვონ ბიბლიის უფასო შესწავლა. ასეთი სახით შესაძლებელია სასიხარულო ცნობის ისეთ ადგილებში გავრცელება, სადაც ხალხს ნაკლებად აქვს სამეფოს ცნობის მოსმენის შესაძლებლობა.
„ყველა ხალხისთვის“. ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად ბიბლიური ჭეშმარიტება სხვადასხვა ენაზე უნდა იყოს ხელმისაწვდომი. სხვა ნებისმიერი ვებ-გვერდისგან განსხვავებით, jw.org-ის სტუმრებს შეუძლიათ ადვილად მიიღონ ინფორმაცია დაახლოებით 400 ენაზე.
გამოიყენე საუკეთესოდ. ახალ ვებ-გვერდ jw.org-ის მიზანი არ არის, მხოლოდ დაუმოწმოს მათ, ვინც არ არის იეჰოვას მოწმე. ის იეჰოვას მოწმეებისთვისაც შეიქმნა. თუ ინტერნეტი ხელმისაწვდომია შენთვის, გირჩევთ, რომ გაეცნო ამ ვებ-გვერდს. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რჩევა, თუ როგორ გამოიყენო ის.
[დიაგრამა 3 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
სცადე
1 ინტერნეტ ბრაუზერის მისამართის ველში ჩაწერე www.jw.org
2 ვებ-გვერდის დასათვალიერებლად გადადი სხვადასხვა განყოფილებაში, გამოიყენე მენიუ და ბმულები.
3 jw.org ვებ-გვერდის დათვალიერება ინტერნეტში ჩართული მობილური მოწყობილობებითაც შეგიძლია. გვერდის ზომა დაპატარავებულია ეკრანის ზომის შესაბამისად, მაგრამ ინფორმაცია იგივეა.