როგორ გამოვიყენოთ ბროშურა „ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს“?
ამ ახალი ბროშურის მიზანია, გააცნოს ბიბლიის შემსწავლელებს ორგანიზაცია
1. რა სამი მიზანი აქვს ბროშურა „იეჰოვას ნებას“?
1 იყენებთ ახალ ბროშურას „ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს“? მისი მიზანია ბიბლიის შემსწავლელებს: 1) გააცნოს იეჰოვას მსახურები, 2) გააცნოს ჩვენი საქმიანობა და 3) დაანახვოს, როგორ ფუნქციონირებს ჩვენი ორგანიზაცია. ბროშურა „იეჰოვას ნებაში“ მოცემულია ერთ-გვერდიანი გაკვეთილები, რომელთა განხილვაც 5-10 წუთში შეიძლება.
2. აღწერე, როგორ არის ეს ბროშურა შედგენილი და რა თავისებურებები აქვს.
2 როგორ არის შედგენილი. ბროშურა დაყოფილია სამ ნაწილად. თითოეულ მათგანში განხილულია ზემოთ მოხსენიებული სამი საკითხი იეჰოვას ორგანიზაციის შესახებ. 28 გაკვეთილის თითოეული სათაური კითხვის სახით არის მოცემული, მუქი შრიფტით დაბეჭდილი ქვესათაურები კი პასუხს სცემს ამ კითხვებს. ბროშურაში მოცემულია ილუსტრაციები, რომლებიც გვაცნობს ჩვენს საქმიანობას 50-ზე მეტ ქვეყანაში. ზოგიერთ გაკვეთილს აქვს ჩარჩო „გაიგეთ მეტი“, რომელშიც მოცემულია რჩევები. შეგიძლია მოუწოდო შენს შემსწავლელს, რომ მიჰყვეს მათ.
3. როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ბროშურა „იეჰოვას ნება“?
3 როგორ შეგიძლია მისი გამოყენება. შემსწავლელის ყურადღება გაამახვილე კითხვის ფორმით მოცემულ სათაურზე. გაკვეთილის კითხვისას ხაზი გაუსვი მუქი შრიფტით დაბეჭდილ ქვესათაურებს. ბოლოს განიხილე გაკვეთილის ბოლოში მოცემული განსახილველი კითხვები. გაკვეთილი შეგიძლია განიხილო მთლიანი გაკვეთილის წაკითხვის შემდეგ ან განიხილო ქვესათაურების მიხედვით. გამოიჩინე გამჭრიახობა და გადაწყვიტე, რომელ მითითებულ მუხლებს წაიკითხავ. არ დაგავიწყდეს ილუსტრაციებისა და ჩარჩოების „გაიგეთ მეტი“ განხილვა. ძირითადად, გაკვეთილები თანმიმდევრობით უნდა განიხილო. თუმცა შეგიძლია გამოტოვო რომელიმე და განიხილო ის გაკვეთილი, რომელიც შემსწავლელს განსაკუთრებით აინტერესებს. მაგალითად, თუ კონგრესი ახლოვდება, შეგიძლია გამოტოვო სხვა გაკვეთილები და განიხილო მე-11 გაკვეთილი.
4. რაში გვეხმარება ეს ახალი ბროშურა?
4 როდესაც ბიბლიას ვასწავლით სხვებს, მათ ჩვენს ზეციერ მამას ვაცნობთ. თუმცა ასევე უნდა გავაცნოთ იეჰოვას ორგანიზაცია (იგავ. 6:20). მართლაც, გვიხარია, რომ გვაქვს ეს ახალი ბროშურა, რომელიც ამაში გვეხმარება.