შეთავაზების ნიმუშები
მაისის პირველ შაბათს ბიბლიის შესწავლების დაწყება
„შეცდომას ყველა ადამიანი უშვებს. თქვენი აზრით, პატიობს ღმერთი ადამიანს სერიოზულ დანაშაულს?“ [დაელოდე, გიპასუხოს.] აჩვენე 1 მაისის „საგუშაკო კოშკში“ მე-15 გვერდზე დაბეჭდილი სტატია, წაიკითხე პირველი კითხვის ქვეშ მოცემული აბზაცი და, სულ მცირე, ერთი ბიბლიური მუხლი. შესთავაზე ჟურნალები და შეთანხმდით განმეორებით მონახულებაზე, რათა ისაუბროთ მომდევნო კითხვაზე.
საგუშაგო კოშკი 1 მაისი
„თქვენის ნებართვით ბიბლიიდან ერთ აზრს წავიკითხავ [წაიკითხე 1 იოანეს 4:8.] ბევრი ეთანხმება ამ სიტყვებს, მაგრამ ზოგი ფიქრობს, რომ ღმერთი ძალიან სასტიკია, რადგან ამდენ უბედურებას იწვევს. თქვენ რას ფიქრობთ? [დაელოდე, გიპასუხოს.] ამ ჟურნალში ლოგიკურადაა ახსნილი, რომ ღმერთი სასტიკი არ არის“.
გამოიღვიძეთ! მაისი
„ბოროტმოქმედება დღეს საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული. ბევრი გამოსავალს იმაში ხედავს, რომ ქვეყანაში უფრო მეტი პოლიციელი უნდა არსებობდეს. თქვენ რას ფიქრობთ? [დაელოდე, გიპასუხოს.] ალბათ, იცით, რომ ბიბლიაში ბოროტმოქმედთა მოსალოდნელ აღსასრულზეა საუბარი. [წაიკითხე ფსალმუნის 37:10, 11.] ამ ჟურნალში ზუსტად ეს საკითხია განხილული და მოყვანილია რჩევები, რომლებიც დაგვეხმარება, არ გავხდეთ ბოროტმოქმედთა მსხვერპლი“.